Bleacher Report – 2022 წლის მუნდიალის გამარჯვებულები და დამარცხებულები
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ისტორიაში მესამე ჩემპიონობა იზეიმა. ვებგვერდმა, bleacherreport-მა, მუნდიალი შეაჯამა და ტურნირის 5 გამარჯვებული და დამარცხებული გამოყო: 1. გამარჯვებული – ორი ლიონელი ,,მესიმ ეს გააკეთა. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ფინალში ორი გოლი გაიტანა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ლეომ ყველა გააჩუმა, არგუმენტი – ,,მესი არ შეიძლება ჩაითვალოს […]
იკარდიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა
მილანის “ინტერის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, მაურო იკარდიმ საკუთარ მომავალზე სოციალური ქსელის მეშვეობით ისაუბრა. იკარდი მის “რეალსა” და “ბარსელონაში” ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა და განაცხადა რომ “ინტერში” დარჩება, ოღონდ მილანელებს პირობა წაუყენა. “ინტერში აუცილებლად დავრჩები, კონტრაქტს ხელს მაშინვე მოვაწერ როდესაც შესაფერის წინადადებას შემომთავაზებენ” – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა. იკარდი “ინტერში” “სამპდორიადან” 2013 წელს გადავიდა და ადგილობრივი ტიფოზების […]
გერმანია 2:2 არგენტინა (მიმოხილვა)
არგენტინა 1:1 პარაგვაი (მიმოხილვა)
მესიმ კოპა ამერიკის მოგება 20.000 გულშემატკივრის წინაშე აღნიშნა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, არგენტინამ ბოლივიას 3 უპასუხო გოლი გაუტანა. სამივე გოლი ავტორი ლეო მესი გახდა, რომელმაც ლეგენდარული პელეს რეკორდი დაამხო და სამხრეთ ამერიკის ყველა დროის, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, არგენტინამ პირველი საშინაო შეხვედრა გამართა. ლეო მესიმ და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ბუენოს აირესში, 20.000 გულშემატკივრის წინაშე აღნიშნეს […]
მესი: ,,არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად”
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლეო მესი ,,ალბისელესტეს” მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევს: ,,ტურნირის დაწყებამდე უკვე დღეებს ვითვლი. რა თქმა უნდა, მის დაწყებას მოუთმენლად ველი. მინდა, ვნახო თუ ვინ გახდება ჩემპიონი. მატჩები რთული იქნება. მსოფლიო ჩემპიონატები ყოველთვის განსაკუთრებულია, იქ სულ ფავორიტები ვერ იმარჯვებენ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს არგენტინის ნაკრები მუნდიალის მთავარ ფავორიტად. ისტორიულად […]
ვეგჰორსტი: ,,მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, მაგრამ მან უხეში სიტყვებით მომმართა”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ვაუტ ვეგჰორსტმა, ლეო მესისთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა: ,,თამაშის შემდეგ, მესისთვის ხელის ჩამორთმევა მინდოდა, რადგან მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ლეოს ჩემთან საუბარი არ სურდა. ესპანური კარგად არ ვიცი, მაგრამ მან უხეში სიტყვები მითხრა, რითაც ძალიან იმედგაცრუებული ვარ,” – ვეგჰორსტის სიტყვებს Marca ციტირებს. მესიმ მატჩის შემდეგ, ინტერვიუს მიცემისას, ვეგჰორსტს სულელი უწოდა. ჟურნალისტმა […]
მუნდიალის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მესის ანგარიში რამდენიმე დღით დაბლოკა
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლეო მესიმ, განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ინსტაგრამმა მისი ანგარიში დაბლოკა: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მიღებული ბევრი შეტყობინების გამო, ჩემი ინსტაგრამი რამდენიმე დღით დაბლოკილი იყო. მილიონობით შეტყობინება მქონდა და მათ დამბლოკეს,” – მესის სიტყვებს ESPN-ი ციტირებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე […]
ბრაზილია 2:0 არგენტინა (მიმოხილვა)
ლიონელ მესი შობას ოჯახთან ერთად შეხვდა (ფოტოები)
“ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი შობას მშობლიურ როსარიოში ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. 32 წლის ფეხბურთელის მეუღლე ანტონელა როკუზომ Instagram-ში მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. “დიდი სიყვარულით გილოცავთ შობას” – წერს ანტონელა ფოტოზე, სადაც მისი ოჯახის წევრები სახალისო საშობაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. მესი ესპანეთში 2 იანვარს დაბრუნდება და ლა ლიგის მე-19 ტურის […]
6 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის 6 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ისტორიაში პირველად, ევროპის 1988 წლის ჩემპიონს და მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონ (1974, 1978 და 2010) ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორი თარიღია 6 ივნისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ეროვნულ გუნდის ისტორიაში ამ დღით 5 მატჩი თარიღდება, საიდანაც “ჯვაროსნებმა” 2 მოიგეს, სამში კი […]