პარედესი: ,,მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მესის გამო უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემ გამო”
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმე, ლეო მესიზე ისაუბრა: ,,თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, მესის გამო უფრო გამიხარდება, ვიდრე ჩემ გამო. იმედია, ეს მისი ბოლო მუნდიალი არ იქნება, თუმცა ადვილი არ არის ტურნირს კიდევ 4 წელი ელოდო. დაე, მან ნახევარმცველად ითამაშოს, მე კი უკან დავიხევ (იცინის). მსოფლიო ჩემპიონობის შანსი ყველას აქვს, ცდას […]
პერუ 0:2 არგენტინა (მიმოხილვა)
პოლონეთის მწვრთნელი: ,,ეს მხოლოდ მესისა და ლევანდოვსკის შეხვედრა არ არის”
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩესლავ მიხნევიჩმა, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ ამ შეხვედრას განვიხილავთ, როგორც პოლონეთსა და არგენტინას შორის და არა – ლევანდოვსკისა და მესის… არ ვისაუბრებ იმაზე თუ რომელი მათგანია უკეთესი. მესი მსოფლიოს გაკვირვებას 18 წელია ახერხებს. ლეომ ამ დროის განმავლობაში 800-ზე მეტი გოლი გაიტანა და 300 მეტი საგოლე გადაცემა მიითვალა. უნდა გვიხაროდეს, […]
პოჩეტინომ მონაკოს უარი უთხრა – არგენტინელს დიდი ამბიციები აქვს
“მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ფრანგულ კლუბს ნიკო კოვაჩი უხელმძღვანელებს. თუმცა, შესაძლოა ხორვატი სპეციალისტის ადგილას მაურიციო პოჩეტინო აღმოჩენილიყო. The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რობერტო მორენოს გათავისუფლების შემდეგ, პირველი, ვისაც “მონაკოს” ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, სწორედ არგენტინელი იყო. “ტოტენჰემის” ყოფილმა მესაჭემ “მონაკოს” უარი უთხრა, რადგან მას გაცილებით დიდი ამბიციები აქვს და უფრო მაღალი კლასის გუნდში […]
ჟინიაკი: ,,ფრანგი ვარ, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობა მსურს”
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ანდრე-პიერ ჟინიაკს, ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა სურს: ..დღეს არგენტინაში უნდათ, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს, ფრანგი ვარ, მაგრამ იგივეს მეც ვისურვებდი, რადგან ლეო ამას იმსახურებს. მას ლიდერის ტემპერამენტი აქვს,” – განაცხადა ჟინიაკმა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს შეხვდება. მატჩი დღეს, 19:00 საათზეა ჩანიშნული. დეშამი: ,,შესაძლოა, მესის ჩემპიონობა ზოგიერთ […]
რაკიტიჩის დღეები ბარსელონაში დათვლილია?!
უკანასკნელ პერიოდში კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ივან რაკიტიჩი მორიგ სკანდალში გაეხვა. “ბლაუგრანას” ხორვატმა ვარსკვლავმა, Instagram-ზე განთავსებული პოსტით კატალონიური გრანდის გულშემატკივრები გააღიზიანა. განრისხებულმა ფანებმა რაკიტიჩის ტრანსფერი მოითხოვეს. გულშემატკივრების წყენის მიზეზი, Instagram-ზე განთავსებული პოსტი გახდა, რომელშიც რაკიტიჩმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი გაიხსენა. რებიჩის, მოდრიჩისა და რაკიტიჩის გოლების წყალობით, ხორვატიამ არგენტინა 3:0 დაამარცხა – რაკიტიჩმა სწორედ აღნიშნული მატჩის […]
რატომ თამაშობს მესი 10-ნომრიანი მაისურით? (ვიდეო)
რეგრაგი: ,,მბაპე ახალი პელეა, მინდა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონი გახდეს”
მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,თანაბარი მატჩი გველის. არგენტინამ ნდობა მოიპოვა, ჰყავს მესი, რომელიც საუკეთესოა. საფრანგეთი თავს კარგად იცავს და თანახმაა, უბურთოდ ითამაშოს. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. საფრანგეთს ისტორიული დუბლის შანსი აქვს. თუ გადავხედავთ, რას მიაღწიეს ბოლო 20 წლის განმავლობაში, დავრწმუნდებით, რომ მსოფლიოში საუკეთესოები არიან. ამით მეც ვამაყობ, რადგან […]
როგორ უნდა ითამაშო მესის წინააღმდეგ – საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელის რჩევა ფრანგებს
საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვე რენარმა, უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ უნდა ითამაშოს საფრანგეთის ნაკრებმა ლეო მესის წინააღმდეგ. ფრანგი სპეციალისტის გუნდმა მსოფლიო ჩემპინატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინის დამარცხება შეძლო. ,,ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით არამხოლოდ მესიზე, არამედ მთელ გუნდზე. თქვენ მას ამ კონტექსტში უნდა შეხედოთ, რათა გააანალიზოთ, როგორ იღებს ბურთს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დე პაულზე ზეწოლა, […]
რონალდინიომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, რონალდინიოს აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინა გახდება: ,,რატომ ვქომაგობდი არგენტინას ხორვატიასთან მატჩში, როცა ბრაზილიელთა უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო? მათ მხარი პელემაც დაუჭირა. მე და პელე უკვე საკმარისი ვართ (იცინის). როგორ შემიძლია, სპექტაკლის ყურებისას გაყინული სახით ვიჯდე?! რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ამაში ხელს ვერავინ შემიშლის. ჩემი ძვირფასი მეგობარი – […]
რონალდო: ,,მესი მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებს, მაგრამ ჩემი მხარდაჭერის გარეშე”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, განაცხადა, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონობას ისურვებდა, მაგრამ არა არგენტინის ნაკრებში: ,,ვისურვებდი თუ არა, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს? ესპანეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, კი. ბრაზილიასა და არგენტინას დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. ჩვენ მოედანზე წარმოუდგენელი ბრძოლები გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით და ეს ფეხბურთში საუკეთესო რამაა. თუმცა, არგენტინის ნაკრების მსოფლიო […]
სამპაოლი შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს
ჩილესა და არგენტინის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ კლუბ „სანტოსს“ ხელმძღვანელობს, შესაძლოა სამუშაოდ ევროპაში დაბრუნდეს. არგენტინელი სპეციალისტის გადაბირებით საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბი „ლიონი“ ინტერესდება. „ოლიმპიკმა“ 7 ოქტომბერს დაკავებული თანამდებობიდან სილვინიო გაუშვა და მას შემდეგ მწვრთნელობის შესაძლო კანდიდატების განხილვა დაიწყო, სამპაოლი ამ კანდიდატებს შორის ლიდერობს. მართალია, „ლიონმა“ სეზონი 2 გამარჯვებით დაიწყო, თუმცა შემდეგ […]