კოპა ამერიკის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდა. მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლეო მესიმ უკმაყოფილება ვერ დამალა და მსაჯები გააკრიტიკა. არგენტინელი სუპერვარსკვლავის მტკიცებით, მსაჯები ბრაზილიის სასარგებლოდ არაერთხელ შეცდნენ და “ალბისელესტეს” პენალტი არ დაუდეს. განსაკუთრებული უკმაყოფილება ლეო მესიმ არგენტინის კარში გასული მეორე გოლის შესახებ გამოხატა. მესის მტკიცებით, გოლის გაშვებამდე მსაჯს […]