არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა: ,,ამაზე არ მიფიქრია, ეს ყველაფერი იმ მომენტში მოხდა. ვიცოდი, რაზე ისაუბრეს ფეხბურთელებმა და ვან გაალმა მატჩის წინ. ჩემმა თანაგუნდელებმაც კი მკითხეს: ,,ნახე, რა თქვა მან?” იმით, რაც მატჩის შემდეგ გავაკეთე, კმაყოფილი არ ვარ – ვეგჰორსტს […]