დღეს, 30 სექტემბერს, 4 ერის მე-5 ტურის მატჩი არგენტინაში გაიმართა, სადაც არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ახალ ზელანდიელებს უმასპინძლეს. მატჩი არგენტინელების აქტიურობით დაიწყო და მე-6 წუთზე მასპინძელთა მგეზავმა, ნიკოლა სანჩესმა, საკუთარი ნაკრები საჯარიმო დარტყმით დააწინაურა (3:0). გაშვებული ქულის შემდეგ, სტუმრები ძალიან გააქტიურდნენ, რასაც, მე-8 წუთზე ახალ ზელანდიელთა ფლანგის მოთამაშის, რინეკო იოანეს ლელო მოჰყვა, რომელიც ბოდენ ბარეტმა გარდასახა […]