არგენტინელი გულშემატკივრები ფრანგების პეტიციის საპასუხოდ (საფრანგეთში ,,კორუმპირებული” მსაჯის გამო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადათამაშება სურთ), ახალ პეტიციას – ,,საფრანგეთმა შეწყვიტოს წუწუნი”, აწერენ ხელს. ,,მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, ფრანგებს წუწუნი არ შეუწყვიტავთ, არ აღიარებენ, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ფრანგებმა შეწყვიტონ ტირილი და აღიარონ, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, მბაპე კი მისი […]