ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრა მე-4 წუთზე ბრაზილიის ჯანმრთელობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლისა (Anvisa) და პოლიციის მოედანზე შესვლის გამო შეწყდა. მომხდარის გამო, არგენტინელმა ფეხბურთელებმა სტადიონის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრაზილიაში ეჭვობენ, რომ ,,ალბისელესტეს” 4-მა ფეხბურთელმა – ემილიანო მარტინესმა, ემილიანო ბუენდიამ, ჯოვანი ლო სელსომ და კრისტიან რომერომ ქვენის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. Anvisa-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიაში ჩასულმა […]