არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ისაუბრა. 35 წლის ფეხბურთელის თქმით, სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. ,,გასაოცარია, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. ძალიან მინდოდა გამარჯვება, ვიცოდი, ღმერთი ამის საშუალებას მომცემდა, ამის განცდა მქონდა. ახლა შეგვიძლია, გამარჯვებით ვიმხიარულოთ. ეს დიდი ხნის ნანატრი თასია და ნახეთ, რა მშვენიერია! ბევრი რამის გავლა მოგვიწია, მაგრამ […]