არგენტინის ნაკრებმა გუშინ ამხანაგურ მატჩში ვენესუელასთან 1:3 წააგო. ლეო მესის დაბრუნება ნაკრებში წარუმატებელი გამოდგა – არგენტინა არსებობის მანძილზე მეორედ დამარცხდა ვენესუელასთან. ამასთან ერთად, მესიმ საზარდულის ტრავმა მიიღო და 26 მარტს, მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას არგენტინის ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.