ვიდალი შეიძლება იუვენტუსში დაბრუნდეს
იტალიური მედიის ცნობით, არტურო ვიდალი შესაძლოა “იუვენტუსში” დაბრუნდეს. Corielle dello sport-ის ცნობით, ტურინელები არტურო ვიდალს ემრე ჯანის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ. ვიდალი ამჟამად კატალონიის ბარსელონაში თამაშობს, თუმცა მას სათამაშო დრო იშვიათად ეძლევა. მიმდინარე წელს ვიდალმა 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 367 წუთი გაატარა (საშუალოდ 24 წუთი). კატალონიაში გადასვლამდე კი ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა.
ოფიციალურად | არტურო ვიდალი ბრაზილიური ფეხბურთის ფლაგმანს შეუერთდა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის არტურო ვიდალი “ფლამენგოს” შეუერთდა. ჩილელი ვარსკვლავის წარდგენა “ფლამენგოს” ფანებით გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე მოხდა – ვიდალი ბრაზილიის თასის ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელშიც “ფლამენგოსა” და “ატლეტიკო მინეიროს” დაპირისპირება შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიდალი “ფლამენგოს” ღირსებას 2023 წლის დეკემბრამდე დაიცავს. ჩილელი ვარსკვლავის წარდგენის ამსახველი ვიდეო, ბრაზილიური კლუბის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. Ohhh […]
ლეგანესი 1:2 ბარსელონა (მიმოხილვა)
ვიდალიც უფასოდ – ბარსელონას ნახევარმცველი ტოვებს
ლიონელ მესის და ლუის სუარესთან ერთად, “ბარსელონა” – სრულიად უფასოდ – შესაძლოა, არტურო ვიდალმაც დატოვოს. მიუნხენის “ბაიერნთან” – 2:8 განადგურების და ბოლო წარუმატებელი სეზონების შემდეგ, გუნდის ლიდერებს ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნათ და კონტრაქტის გაწყვეტა სურთ. მათ შორისაა ჩილელი ნახევარმცველიც, რომელსაც ევროპული მედია მილანის “ინტერს” უკავშირებს. Sport.es-ის ინფორმაციით, ვიდალის გაშვების წინააღმდეგი არც კატალონიური გრანდია და ხელფასის თანხის […]
ჩილე 4:1 ჰონდურასი (მიმოხილვა)
ვიდალმა ძლიერი დარტყმით ორამდე გაზარდა უპირატესობა
არტურო ვიდალმა ბარსელონასგან კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა
“ბარსელონას” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა 6.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, რომელიც მან კლუბის ინიციატივით ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისთვის უნდა მიიღოს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მთავარი მიზანია, რომ მილანის “ინტერში” რაც შეიძლება მალე გადავიდეს, მას პროცესის გაჭიანურება არ სურს და კოპმენსაციაზეც სწორედ ამიტომ ამბობს უარს. ყველაფრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩილელი “ნერაძურის” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. […]
არტურო ვიდალის ფენომენალური სტატისტიკა ელ კლასიკოში
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე, სადაც ელ კლასიკო შედგა. ელ კლასიკო “ბარსელონას” გამარჯვებით 0:1 დასრულდა. მატჩი 70-ე წუთზე მოედანზე არტურის ნაცვლად არტურო ვიდალი შემოვიდა, რომელმაც საოცარი სტატისტიკის დაფიქსირება შეძლო. ჩილელმა ფეხბურთელმა 20 წუთში მეტოქეს 5-ჯერ აართვა ბურთი, რაც მთელი თამაშის განმავლობაში ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.
კონტეს ინტერში ჩელსის, ნაპოლისა და ბარსელონას ფეხბურთელები სურს
ანტონიო კონტე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას ითხოვს. იტალიელ სპეციალისტს “ინტერში” 3 ფეხბურთელის მიყვანა უნდა. მილანური მედიის ინფორმაციით, ანტონიოს პრიორიტეტი ზამთარში არტურო ვიდალი იქნება. 32 წლის ჩილელი ნახევარმცველი “ბარსელონაში” შესანიშნავად გამოიყურება. კონტე მარცხენა მცველის პოზიციაზე მარკოს ალონსოს განიხილავს. ესპანელ ფეხბურთელს “ჩელსიში” კარგი სეზონი არ აქვს. 29 წლის ალონსომ ბოლო 2 თვეში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. […]
არტურო ვიდალი სავარაუდოდ “ინტერს” შეუერთდება
დღეს არტურო ვიდალი მილანში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრება. თუ სამედიცინო შემოწმება კარგად ჩაივლის, “ინტერს” ჩილელი ნახევარმცველის ტრანსფერი სულ რაღაც 1 მილიონი ევრო დაუჯდება. ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს მილანში დაასრულებს და შესაძლოა ანტონიო კონტეს შემადგენლობაშიც დაამტკიცონ. კლუბებს შორის შეთანხმება უკვე რამდენიმე დღეა არსებობს, ვიდალი იტალიაში გაფრენას ელოდებოდა, მაგრამ კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდა. […]