ვინ რა თანხა გამოიმუშავა ნაცუ ბაშოზე

2021 წლის რიგით მესამე სუმოს სუპერტურნირი მაისის ანუ ნაცუ ბაშო დასრულებულია. ტურნირის ჩემპიონის ამპლუა ოძეკი ტერუნოფუჯიმ მოირგო, რომლისთვისაც აღნიშნული ტიტული რიგით მე-4 გახლდათ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგოთ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ჰაცუ ბაშოზე:


1) ტაკაკეიშო – 186 კენშო ≈ $74,400

2) ტერუნოფუჯი – 135 კენშო ≈ $54,000

3) ენდო – 111 კენშო ≈ $44,400

4) ასანოიამა – 100 კენშო ≈ $40,000

5) შოდაი – 98 კენშო ≈ $39,200


სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა.


ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ტოჩინოშინმა ბაშო უარყოფითი ბალანსით – 5 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა.

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ნაცუ ბაშოზე

სტატიის ავტორი
-