,,ინტერის” მცველმა – აშრაფ ჰაკიმიმ, კარიერა, შესაძლოა, ,,პარი სენ ჟერმენში” გააგრძელოს. ინფორმაციას RMC Sport-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა. ,,პსჟ” მაროკოელს 5-წლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს. ,,პარი სენ ჟერმენი” მოლაპარაკებებს უშუალოდ ,,ინტერთანაც” მართავს და შეთანხმება მხარეებს შორის, ფაქტობრივად, მიღწეულია. გასულ სეზონში […]