ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, აშშ-სთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,აშშ ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით. მათ წინააღმდეგ თამაში ყველასთვის რთულია, ეს შედეგებიდანაც გამოჩნდა. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიგოთ. ვფიქრობ, ამერიკის ნაკრები კარგად ვითარდება. ეს რაღაც არსებითად ამერიკულია, როდესაც პროგრესი სწრაფია… მათი ბევრი ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბში თამაშობს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ შედეგებს აღწევენ. […]