5 ფეხბურთელი, რომელთა შეძენას სიტი ამ ზაფხულში აპირებს
“მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ბანი მოუხსნეს, რის მერეც “ქალაქელებს” ტრანსფერების თამამად განხორციელება შეუძლიათ. ლეორი სანეს “ბაიერნში” გაყიდვის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდმა 50 მილიონი ევრო მიიღო, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ ესპანელ სპეციალისტს ხელმძღვანელობა სასურველი ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონს გამოუყოფს. საინტერესოა თუ როგორ დახარჯავს ამ თანხას პეპი. როგორც ინგლისში წერენ, 49 წლის სპეციალისტს უკვე […]
არსენალმა 190 მილიონად შეძენილი ფეხბურთელები უფასოდ გაუშვა
კორონავირუსის პანდემიამ ლონდონის “არსენალზე” განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა, რამაც გუნდიდან მესუთ იოზილის და სოკრატის პაპასტატოპულოსის წასვლა გამოიწვია. ფინანსური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ გუნდს სრულიად უსასყიდლოდ ტოვებენ ის ფეხბურთელები, რომლებშიც თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა იყო გადახდილი. მონაცემების დაჯამების შემდეგ დადგინდა, რომ 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, “მეთოფეებმა” ჯამში 190 მილიონი ევრო გაანიავეს, კონკრეტულად […]
გვარდიოლა: “მეორე ადგილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თასის მოგება”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სეზონის დარჩენილ ნაწილში მისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა. “ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასოციაციის თასის მოგება. ამ სეზონში საუკეთესოები არ ვიყავით. სხვა გუნდმა შეძლო საუკეთესო შედეგის ჩვენება და ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა, მაგრამ დანარჩენ 18 კლუბს ვაჯობეთ”, – თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. “ქალაქელები” ასოციაციის […]
16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს
მიუხედავად იმისა, რომ “ლიდს იუნაიტედმა” პრემიერლიგაში, 21-ე საუკუნეში მხოლოდ 4 წელი ითამაშა, ყველა დროის სატურნირო ცხრილში მაინც მე-13 ადგილს იკავებს. რამდენიმე დღის წინ, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, “ლიდსი” ელიტარულ ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, ამდენი წლის განმავლობაში კი ბევრმა გუნდმა მათი გადასწრება მაინც ვერ მოახერხა. მაგალითად, “კრისტალ პალასმა” და “ლესტერ სიტიმ”, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 4 წლის […]
მანჩესტერ იუნაიტედი ასოციაციის თასის რეკორდსმენია
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის ასოციაციის თასის რეკორდი დაამყარა. “წითელმა ეშმაკებმა”, “ნორვიჩი” სტუმრად, “ქეროუ როუდზე” დამატებით დროში, 2:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ეს შედეგი კლუბისთვის ისტორიული გამოდგა, რადგან “წითლები” მსოფლიოს ყველაზე ძველი ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის ოცდამეათედ მოხვდნენ. ამ მაჩვენებლით, ოლე გუნარ სულშერის გუნდმა “არსენალი” დაჯაბნა, რომელსაც 1/2-ფინალში აქამდე 29-ჯერ ეთამაშა. მესამე ადგილი ჩამონათვალში “ევერტონს” […]