კომპანია Hawk-Eye-მ, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის კარის ხაზის ტენქოლოგიით უზრუნველყოფს, “შეიფლდ იუნაიტედს” “ასტონ ვილასთან” მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო, ბოდიში მოუხადა. მატჩის 42-ე წუთზე, ოლივერ ნორვუდის მიერ საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ბირმინგემელების მეკარე ორიან ნაილენდი კარში ბურთიანად აღმოჩნდა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა კი თამაშის წესების დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა. რეფერის გადაწყვეტილებაზე მეტად გასაკვირი ის იყო, რომ […]