ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა, რომელიც ამჟამად კარიერას “ატლეტიკო მინეიროში” აგრძელებს, პოლიციის ინტერესის ქვეშ მოექცა. გამოძიების საგანი ტოტალიზატორთან შესაძლო კავშირი გახდა. ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ფსონების და აზარტული თამაშების ვებ-გვერდის დაფინანსებაში, ინფორმაციას ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს, წყაროდ კი Globo-ს იშველიებს. Marca-ს ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ აზარტული თამაშების პოპულარიზაციის, კრიმინალური საქმიანობის, ფულის გათეთრების და გადასახადებისგან თავის არიდების საქმეებს. […]