ზედიზედ მეორედ – ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ATP-ს გამარჯვებულია!
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა – მას უნდა დაეცვა გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ოთხი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე, მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, 21 წლის რუსი – ანდრეი რუბლევი გახლდათ, […]
ბასილაშვილმა ფინალში პირველი სეტი მოიგო!
ჰამბურგის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდრეი რუბლევს უპირისპირდება. ქართველმა ჩოგბურთელმა აღნიშნული თამაშის პირველი სეტის მოგება უკვე მოახერხა. ნიკოლოზმა რუს მეტოქეს 7:5 მოუგო და ფინალში დიდი უპირატესობა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ჰამბურგის ტურნირი ბასილაშვილმა წინა წელს მოიგო. საუკეთესო ქართველ ჩოგბურთელს ფინალში 300 ქულა აქვს დასაცავი.
ბასილაშვილის მეტოქეს კორონავირუსი აქვს – ნიკოლოზი მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეს სებასტიან ბაეზის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ახალგაზრდა არგენტინელი ჰამბურგის ტურნირიდან მოეხსნა. ქართველი ჩოგბურთელი ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალში ისე გავიდა, რომ მას ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. როგორც იცით, ნიკოლოზი ტურნირზე მესამე ნომრად არის განთესილი, რის გამოც ის პირველ წრეში ისვენებდა. ბასილაშვილი 1/4 ფინალში ტიაგო სეიბოთ ვაილდსა (127) და ლასლო ჯერეს (57) შორის […]
ბასილაშვილს ჰამბურგის ნახევარფინალში ურთულესი ბარიერი ექნება გადასალახი
ჰამბურგში მიმდინარე 500-ქულიანი ტურნირი ქართული სპორტისა და ჩოგბურთისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ვინაიდან გასულ წელს აღნიშნული ტურნირის ტრიუმფატორი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახდა, მას მიმდინარე ტურნირზე მოპოვებული 500 ქულის დაცვა მოუწევს. მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ნიკოლოზი ამ ეტაპისათვის ღირსეულად იცავს. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერია. მეორე ნახევარფინალური წყვილი ბოლომდე ცნობილი არაა, ანდრეი […]
რენცო ოლივოს დაუჯერებელი ქულა ჰამბურგში (ვიდეო)
ბასილაშვილი ჰამბურგის ტიტულის დაცვას ბრწყინვალედ განაგრძობს!
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს – მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ორი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/4-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე ჟერემი ჩარდი გახლდათ, რომელსაც ასევე საკმაოდ მარტივად 2-სეტში გაუმკლავდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია […]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი ევროპის ღია პირველობის მეოთხედფინალში ლასლო ჯერესთან (57) 2 სეტში – 2:6; 2:6 დამარცხდა. 26 წლის სერბმა ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალიან მაღალი დონის თამაში ჩაატარა. გარდა ამისა, 29 წლის ქართველს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა. ნიკოლოზმა ჯერეს წინააღმდემ 7 ორმაგი და 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა. შედარებისთვის, ლასლომ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ […]
ნიკოლოზ ბასილაშვილის სვლა ჰამბურგის საჩემპიონო გზაზე წარმატებით გრძელდება
გრძელდება ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი, რომლის მოქმედი ჩემპიონის რანგში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს, შესაბამისად მას საკმაოდ დიდი ძალისხმევა მართებს, რომ გასულ წელს მოპოვებული 500-ქულა დაიცვას და საჩემპიონო თასი მეორედ აღმართოს. ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა, მისი პირველი რაუნდის მეტოქე ბოლივიელი უგო დელიენი გახლდათ, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დამაჯერებლად, ორ სეტში დაამარცხა. […]
“გერმანია ჩემი მეორე სახლივითაა” – ბასილაშვილი ჰამბურგში მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში ბედს კიდევ ერთხელ ცდის. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელმაც ევროპის ღია პირველობა 2018 და 2019 წლებში მოიგო, განაცხადა, რომ გერმანიასთან ბევრი კარგი მოგონება აკავშირებს. ნიკოლოზმა ამის შესახებ ATP ჰამბურგის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა. “ჰამბურგთან ბევრი პოზიტიური მოგონება მაქვს, სწორედ აქ მოვიგე ჩემი პირველი ATP ტიტული 2018-ში და მომდევნო წელს ჩემპიონობის დაცვაც მოვახერხე. მოუთმენლად ველოდები ჰამბურგის […]
ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა
ჰამბურგში სტარტი აიღო ATP-ის 500-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა და 2 სეტში – 6:4; 6:3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი ჰამბურგის ტურნირის წინა 2 გათამაშების გამარჯვებულია. საბედნიეროდ, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო წელს ჩოგბურთელებს ქულები არ აკლდებათ, ბასილაშვილი კი 500 ქულის დაკარგვას გადაურჩა. ნიკოლოზი […]
ევროპის ღია პირველობა – ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ჰამბურგში სტარტი აიღო ევროპის ღია პირველობამ, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ორჯერ გახდა, თავისი პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ბასილაშვილი ჰამბურგში მე-3 განთესილია და პირველ წრეში ის ისვენებდა. მეორე ეტაპზე კი ნიკოლოზის მეტოქე 20 წლის არგენტინელი, სებასტიან ბაეზი იქნება. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 164-ე ადგილზეა, 1/16 ფინალში სორენტინ […]
ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ზედიზედ მესამედ მოგებას შეეცდება
მსოფლიო რეიტინგის 32-ე და საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ახალი კვირიდან ჰამბურგის 2020 წლის ასპარეზზე ერთვება. ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ტურნირზე ფენომენალურად ასპარეზობს – მან 2018 წლისა და 2019 წლის ასპარეზი ჩემპიონის რანგში დაასრულა, რაც 21-ე საუკუნეში მხოლოდ მან და როჯერ ფედერერმა მოახერხეს. რაც შეეხება წლევანდელ გერმანულ ასპარეზს, ჰამბურგის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს სატურნირო ბადის მხრივ ნამდვილად […]