პერესი: “რეალში ჯერ ტრანსფერები აღარ იქნება”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ზაფხულში კლუბის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს მადრიდელებმა ახალწვეული, ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, აურელინ ჩუამენი წარადგინა. “ამ დროისთვის მეტი ტრანსფერი არ იქნება, მაგრამ მომავალში ვნახოთ. ზაფხული ძალიან გრძელია“, – თქვა პერესმა. მადრიდის “რეალმა” ჩუამენის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა. გარდა ამისა, “სამეფო კლუბმა” “ჩელსიდან” ანტონიო რუდიგერი უფასოდ დაიმატა.
ჩუამენი: “მბაპემ პსჟ-ში თამაში შემომთავაზა მაგრამ მე რეალი ავირჩიე”
მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა, აურელინ ჩუამენმა განაცხადა, რომ “პსჟ”-ს ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ მას პარიზულ კლუბში თამაში შესთავაზა. “მქონდა შანსი ამერჩია სხვა კლუბები, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ “რეალს” ჩემი შეძენა სურდა, აღარ მიყოყმანია მბაპე მესაუბრა და მკითხა, შემეძლო თუ არა კონტრაქტი “პსჟ”-სთან გამეფორმებინა. თუმცა, კილიანს ვუთხარი, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლა მინდოდა და ჩემი არჩევანი ყოველთვის მადრიდი […]
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, “ლე ბლემ” ხორვატია დაამარცხა და მოქმედი ჩემპიონი ყატარში კვლავ ამბიციური გეგმებით მიემგზავრება. საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების განაცხადში უამრავი ამომავალი ვარსკვლავი მოხვდა – კილიან მბაპე კი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 23 წლის კილიან მბაპე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია – ის სუპერვარსკვლავია და […]