აურელიო დე ლაურენტისი: “კვარას, ოსიმენის და სხვების მსგავსად, თვალს ახალ ფეხბურთელებს ვადევნებთ”
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, 2023/24 წლების სეზონის წინ, გუნდის სათამაშო ფორმების პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემის, მათ შორის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის და წინა სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის დარჩენის შესახებ ისაუბრა. “გემზე ვართ (პრეზენტაცია გუნდის გენერალური სპონსორის MSC-ის კრუიზზე გაიმართა), მაგრამ მეზღვაურის პირობას არ გაძლევთ. მე ძალიან მჯერა ჩვენი […]
ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა
10 ივლისს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, “ნაპოლიმ” 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია YouTube-ის პირდაპირ ეთერში გადასცა. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და ახალი ფორმები თავად წარადგინა. კამპანიელთა ახალი სათამაშო მაისური საშინაო მატჩების დროს ტრადიციული ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც […]
იტალიური მედია: “დე ლაურენტისი ოსიმენს შეხვდება – სუპერ შეთავაზება კლუბში დასარჩენად”
იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს და საამისოდ სუპერ შეთავაზებას ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ “ნაპოლი” უახლოეს პერიოდში ოფიციალური სახის განსაკუთრებულ წინადადებას არ მიიღებს, მაშინ კლუბი აქცენტს ნიგერიელი თავდამსხმელის შენარჩუნებაზე გააკეთებს. ირკვევა, რომ შაბათ-კვირას, პრეზიდენტი უნდა შეხვდეს იტალიის სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირის აგენტს, რობერტო კალენდას, რათა ახალი კონტრაქტის პირობებზე ისაუბრონ და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო […]
დე ლაურენტისი: “ოსიმენი ნაპოლიში რჩება”
უახლესი ინფორმაციით, “ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდი და სერია A-ს ბომბარდირი, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2 წლით გაახანგრძლივებს. აღნიშნულ ინფორმაციას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სანდო წყარო, იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს. “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში, რომანოს “ნაპოლის” პრეზიდენტის სიტყვები მოჰყავს ციტატად, სადაც იგი იტყობინება, რომ ნიგერიელ ფორვარდთან შეთანხმება მიღწეულია. Napoli president de Laurentiis: “We’ve an agreement in […]
ვინ შეცვლის სპალეტის? – დე ლაურენტისი ყოფილ მწვრთნელს დაუკავშირდა
იტალიური მედიის ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, კლუბის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან დაკავშირებას და მისთვის ლუჩიანო სპალეტის შემცვლელობის შეთავაზებას აპირებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუჩიანო სპალეტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ხელმძღვანელობა კი მისი შემცვლელის მოძიებაზე მუშაობს. გავრცელდა სხვადასხვა პოტენციური კანდიდატის ვინაობა, ახლა კი ირკვევა, რომ […]
იტალიური მედია: “ჩელსის კვარაცხელია და ლობოტკა სურს”
იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” “ნაპოლის” ლიდერების, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და სლოვაკი სტანისლავ ლობოტკას დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს და წერს, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. “ჩელსის” გაჩაღებული სატრანსფერო საქმიანობის დროს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კვარაცხელიასა და ლობოტკაზე იქნება. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისი მათ გაშვებას არ განიხილავს. კვარაცხელია ნეაპოლში რჩება, მას […]
“რა საჭიროა ზამთარში – თოვლსა და წვიმაში თამაში?” – დე ლაურენტისი
“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უჩვეულო იდეით გამოდის და აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ევროპაში სეზონი 1 აპრილს დაიწყება და ოქტომბერში დასრულდება. დე ლაურენტისის აზრით, ამ შემთხვევაში ფეხბურთელებს ზამთრის თოვლიან, წვიმიან და ცივი ამინდებში თამაში არ მოუწევთ. La Repubblica-სთან საუბარში, დე ლაურენტისმა საინტერესო მოსაზრება წამოაყენა. “იდეა მაქვს. რა საჭიროა ფეხბურთის თამაში ზამთრის თოვლიან, წვიმიან და […]
მას შემდეგ, რაც 33-წლიანი პაუზა დასრულდა და “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ს ისტორიაში მესამედ მოგება “უდინეზესთან” სტუმრად ნათამაშები ფრის მეშვეობით (1:1) გააოფიციალურა, იტალიური მედია აქტიურად საუბრობს იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ლუჩიანო სპალეტი დატოვებს. როგორც ირკვევა, ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება აურელიო დე ლაურენტისისსა და მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა იმ […]
იტალიური მედია: “დე ლაურენტისი კვარას და ოსიმენს არსად გაუშვებს”
იტალიური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ორი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის შემდეგ სეზონში შენარჩუნებაც სურს. “პრეზიდენტის განზრახვა იქნება ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება მომავალ სეზონშიც. ეს ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით ნიგერიელის შემთხვევაში, რომლისთვისაც ევროპის ტოპ კლუბები მზად არიან “ნაპოლის” 100 მილიონზე მეტი თანხა შესთავაზონ. დე ლაურენტისს […]
ჯუნტოლი: “როცა პრეზიდენტი დე ლაურენტისია, სანერვიულო არაფერია”
როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” 33 წლიანი მშრალი სერია დაასრულა და სერი ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 33 ტურში “უდინეზესთან” ქულების გაყოფის შემდეგ გაინაღდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა დიეგო არმანდო მარადონაზე შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც აპირებს. დე ლაურენტისის ამ ნათქვამის მიმართ ბევრი სკეპტიკურად განეწყო, რაზეც “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა […]
Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!
ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა – ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა. ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, “იუვენტუსის” კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა […]
აურელიო დე ლაურენტისი: “ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ”
33 წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლიმ” ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. “უდინეზესთან” ნათამაშები ფრეს შემდეგ, სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი გულშემატკივარი შეიკრიბა და ჩემპიონობა ერთად იზეიმეს. ადგილზე იმყოფებოდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც CBS-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, რომ წელს ჩემპიონთა […]