ოფიციალურად | გატუზომ ნაპოლი დატოვა
სერია ა-ს უკანასკნელი ტურის (38) უპრინციპულეს შეხვედრაში, “ნაპოლი” “ვერონას” დაუპირისპირდა. მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, ნეაპოლურ კლუბს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა. ყველასათვის მოულოდნელად, “ნაპოლი” “ვერონას” დაპირისპირება, ფრედ 1:1 დასრულდა – საპირისპირო შეხვედრაში “იუვენტუსმა” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიმარჯვა და “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულს მიღმა დარჩა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯენარო გატუზომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. როგორც Corriere dello Sport-ის უახლოეს გამოცემაშია ნათქვამი, აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ცალმხრივი შესაძლებლობა, რომელიც შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნას გულისხმობს, ახლა კი ყველაფერი თავად 64 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ამჟამად, […]
ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა
10 ივლისს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, “ნაპოლიმ” 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია YouTube-ის პირდაპირ ეთერში გადასცა. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და ახალი ფორმები თავად წარადგინა. კამპანიელთა ახალი სათამაშო მაისური საშინაო მატჩების დროს ტრადიციული ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც […]
ნაპოლის პრეზიდენტი: “იმედი მაქვს, ამ ტრანსფერით აფეთქებას მოვახდენ”
საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიურ “ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილია. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ყველაზე პრესტიჟულ მედია-საშუალებებთან და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სპორტულ ჟურნალისტ, ფაბრიციო რომასნოსთან ერთად, ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიანო დე ლაურენტისმაც დაადასტურა. მოგვიანებით, გამოცდილმა იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა Sky Sports Italla-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 21 წლის ქართველი ტალანტის შესახებაც ისაუბრა. “ვფიქრობ ისეთი ტრანსფერი განვახორიცელე, რომელიც გადატრიალებას გამოიწვევს. […]
Goal.com | მარადონა ამაყია! დიდება კვარას, ოსიმენსა და სპალეტის!
ბოლო 33 წელიწადის განმავლობაში პირველად, პარტენოპეი იტალიის ჩემპიონი გახდა – ამ შედეგს, სეზონის დასაწყისში, ვერავინ ივარაუდებდა. ტურინში დასრულებული მატჩის შემდეგ 10 წუთი იყო გასული, როდესაც ჯაკომო რასპადორი ემოციებს ჯერ კიდევ ვერ მალავდა. ერთი ადამიანი იმ მასშტაბის მნიშვნელობას ვერ ატარებს, რაც დამატებით დროში, “იუვენტუსის” კარში გატანილმა მისმა გოლმა შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი, მეტოქის კარში დაუშვებლად გადაგზავნა […]
აურელიო დე ლაურენტისი: “კვარას, ოსიმენის და სხვების მსგავსად, თვალს ახალ ფეხბურთელებს ვადევნებთ”
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, 2023/24 წლების სეზონის წინ, გუნდის სათამაშო ფორმების პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემის, მათ შორის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის და წინა სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის დარჩენის შესახებ ისაუბრა. “გემზე ვართ (პრეზენტაცია გუნდის გენერალური სპონსორის MSC-ის კრუიზზე გაიმართა), მაგრამ მეზღვაურის პირობას არ გაძლევთ. მე ძალიან მჯერა ჩვენი […]
ნაპოლის მფლობელი: “აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შევიძენ, თუკი…”
“ნაპოლის” მფლობელის, აურელიო დე ლაურენტისის განცხადებით, მისი კლუბი აფრიკელი ფეხბურთელების შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი მოთამაშეები აფრიკის თასზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ. აფრიკის თასი 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მისი კალენდარი ევროპის ტოპ ლიგების მიმდინარეობას ემთხვევა. გასულ სეზონში, აფრიკის თასი იანვარსა და თებერვალში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში, “ნაპოლის” ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი (სენეგალი) და ანდრე […]
აურელიო დე ლაურენტისი: “ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ”
33 წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლიმ” ნანატრი ჩემპიონობა იზეიმა. “უდინეზესთან” ნათამაშები ფრეს შემდეგ, სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა გაინაღდა. დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ადგილობრივი გულშემატკივარი შეიკრიბა და ჩემპიონობა ერთად იზეიმეს. ადგილზე იმყოფებოდა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც, რომელმაც CBS-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ახლა მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. „ახლა ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, რომ წელს ჩემპიონთა […]
დე ლაურენტისი კვარასა და ოსიმენზე: “ვალები არ მაქვს, რომ სამკაულები გავყიდო”
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, თავისი გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის პოტენციური ტრანსფერების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მათი კონტრაქტების გაყიდვას მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არ აპირებს. “არა მგონია, რომ ზაფხულში კვარაცხელიასა და ოსიმენისნაირი ფეხბურთელები წავიდნენ. ჩვენს ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ მე სამკაულების გაყიდვას არ ვაპირებ, რადგან ვალები არ მაქვს. სკუდეტო იქნება არაჩვეულებრივი ათწლეულის სწორი […]
ჯუნტოლი: “როცა პრეზიდენტი დე ლაურენტისია, სანერვიულო არაფერია”
როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” 33 წლიანი მშრალი სერია დაასრულა და სერი ა-ს ჩემპიონობა იზეიმა. სპალეტის გუნდმა ჩემპიონობა 33 ტურში “უდინეზესთან” ქულების გაყოფის შემდეგ გაინაღდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა დიეგო არმანდო მარადონაზე შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და განაცხადა, რომ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც აპირებს. დე ლაურენტისის ამ ნათქვამის მიმართ ბევრი სკეპტიკურად განეწყო, რაზეც “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა […]
“კვარაცხელიას 3 წლის წინ ვაკვირდებოდით” – დე ლაურენტისი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, “აინტრახტისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩი 21 თებერვალს, 23:55 საათზე, “Deutsche Bank Park”-ზე გაიმართება. სპალეტი: ,,კვარაცხელია და ოსიმენი შეტყობინებას საფეხბურთო სამყაროს უგზავნიან” იტალიური მედია: ნაპოლი კვარაცხელიასთვის კონტრაქტის განახლებას აპირებს კოსტაკურტა: “ნაპოლი ევროპის საუკეთესო კლუბია, კვარაცხელია კი აღმოჩენა…” “აინტრახტთან” გასამართი მატჩის წინ, იტალიურ მედიაში აურელიო დე ლაურენტისის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან “ნაპოლის” […]
იტალიური მედია: “დე ლაურენტისი კვარას და ოსიმენს არსად გაუშვებს”
იტალიური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ორი ლიდერის, ქართველი ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენის შემდეგ სეზონში შენარჩუნებაც სურს. “პრეზიდენტის განზრახვა იქნება ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება მომავალ სეზონშიც. ეს ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით ნიგერიელის შემთხვევაში, რომლისთვისაც ევროპის ტოპ კლუბები მზად არიან “ნაპოლის” 100 მილიონზე მეტი თანხა შესთავაზონ. დე ლაურენტისს […]