ჩემპიონთა ლიგის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება. Transfermarkt-მა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ბინადარი 32 კლუბის შემადგენლობის სრული ღირებულება გამოაქვეყნა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში, შემადგენლობის მხრივ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი “ფერენცვაროში” აღმოჩნდა. უნგრული კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულება £21.83 მილიონს შეადგენს. ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეულში ინგლისური და ესპანური გრანდები ჭარბობენ – […]
ლვანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა
ბუნდესლიგის მე-16 ტურში ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და “ფრაიბურგი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მიუნხენელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. “ფრაიბურგთან” გამართული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა “ბაიერნის” პოლონელი სუპერვასკვლავისთვის, რობერტ ლევანდოვსკისთვის, რომელმაც გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. სწორედ ლევანდოვსკიმ გახსნა “ფრაიბურგთან” მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე, აღნიშნული გოლი პოლონელი თავდამსხმელისთვის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში რიგით 21-ე იყო. ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ 16 […]
კილიან მბაპეს რეკორდული მაჩვენებელი პირველი გოლის დროს
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე მიუნხენში, “ბაიერნმა” “პსჟ”-ს უმასპინძლა. შეხვედრა საწყისი წუთებიდანვე სანახაობრივი აღმოჩნდა და მიუხედავად გერმანელების უდიდესი უპირატესობისა, მაინც ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. ერთ-ერთმა მედიაგამოცემამ საკმაოდ საინტერესო ფაქტი დააფიქსირა, სადაც მე-3 წუთზე გატანილი გოლის დროს, კილიან მბაპე გოლის გატანამდე, 1.88 წამში 11 ნაბიჯს დგამს, რაც თითქოს შეუძლებლად ჟღერს, თუმცა ახალგაზრდა ფრანგი ამტკიცებს, რომ მისთვის […]
ბარსელონა 0:3 ბაიერნი (მიმოხილვა)
E ჯგუფის სიმბოლურ გუნდში ბაიერნის 9 ფეხბურთელი მოხვდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, Whoscored-მა სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. სტატისტიკის დამთვლელმა პორტალმა E ჯგუფის (ბაიერნი, ბენფიკა, ბარსელონა, დინამო კიევი) საუკეთესო 11-ეული დაასახელა, სადაც “ბარსელონას” ერთი ფეხბურთელიც ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში “ბაიერნის” 9 ფეხბურთელია, ხოლო 2 “ბენფიკას” (მეკარე ვლახოდიმოსი და ოტამენდი) შეგახსენებთ, რომ ჯგუფი “ბაიერნმა” 6-დან 6 მოგებით, პირველ ადგილზე დაასრულა, მეორეზე გავიდა […]
ჰიტცფელდი: ,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა”
მიუნხენის ,,ბაიერნის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა, იულიან ნაგელსმანი დაიცვა: ,,ნაგელსმანის მისამართით კრიტიკა უადგილოა. ყველა მატჩს ვერ მოიგებ. ჩემი აზრით, ის საკუთარ მოვალეობებს თავს შესანიშნავად ართმევს და ძალიან კარგი მონაცემები აქვს. იულიანი ბაიერნისთვის შესაფერისი მწვრთნელია,” – ჰიტცფელდის სიტყვებს Sky Germany ციტირებს. ბუნდესლიგის 30 ტურის შემდეგ, ,,ბაიერნი” 72 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,დორტმუნდს” […]
ლაიფციგი 3:5 ბაიერნი (მიმოხილვა)
ბაიერნი ნოიერის შემცვლელად იან ზომერს მოიაზრებს
მიუნხენის “ბაიერნი” “გლადბახის” მეკარის იან ზომერის შეძენით არის დაინტერესებული. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანული გრანდი ნოიერის შემცვლელს ეძებს და ამ პოზიციაზე სწორედ 34 შვეიცარიელი კარის დარაჯი მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხება ჯერ მიღწეული არ არის ბავარიელთა სიაში ზომერი ერთ-ერთი პირველია. შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერმა თხილამურებზე სრიალისას ფეხი მოიტეხა. Sport Bild-ის ინფორმაციით, მეკარე გერმანიის ერთ-ერთ სათხილამურო ტურნირში […]
თომას ტუხელი: “ჩემთვის ჩელსი ოჯახივით იყო”
“რეკორდმაისტერმა” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დანიშნა. 49 წლის მწვრთნელმა გერმანულ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტუხელი ბოლოს ლონდონის “ჩელსიში” მუშობდა, საიდანაც ის ყველასათვის მოულოდნელად გაუშვეს. როგორც იცით, 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა ლონდონურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო. როგორც ჩანს აღნიშნული გადაწყვეტილება თავად ტუხელისთვისაც მოულოდნელი იყო. “ჩემთვის ჩელსი ოჯახივით იყო. ამაზე […]
გერმანულ მედიაში ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
მიუნხენის ,,ბაიერნი” ზაფხულში შემტევის ყიდვას შეეცდება. გერმანელი ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, ,,რეკორდმაისტერის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე წელს ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჰარი კეინი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მიუნხენელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მაქსიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. მალე ,,ბაიერნის” წარმომადგენლები ინგლისელთან მოლაპარაკებების ახალ ეტაპს დაიწყებენ. 2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე […]
რენატუ სანჩესმა ბენფიკას გაუტანა (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, “ბენფიკა” – “ბაიერნთან” 0:2 მარცხდება. პორტუგალიური გრანდის კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი რენატუ სანჩესი გახდა.