მანჩესტერ სიტი კაილ უოკერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, კაილ უოკერი და “მანჩესტერ სიტი” კონტრაქტის გახალგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავენ. მიუხედავად “ბაიერნის” ინტერესისა, სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ დიდი ალბათობით ინგლისელი მცველი “ქალაქელების” რიგებში დარჩება. რამდენიმე დღის წინ, თავად ფაბრიციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უოკერი მიუნხენის “ბაიერნს” უახლოვდებოდა. მისი თქმით, ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით მხარეებს შორის გარიგება არ შემდგარა, თუმცა, ძალიან დიდი […]
ბაიერნის სატრანსფერო სამიზნეები – სიაში 9 ფეხბურთელია
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიუნხენის ,,ბაიერნი” რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას გერმანელი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერის” სატრანსფერო სამიზნეთა შორის 9 ფეხბურთელია. მათ შორის კიმი (ნაპოლი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ვან დე ვენი (ვოლფსბურგი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), პიერ-ემილ ჰოიბერგი (ტოტენჰემი), კაი ჰავერცი (ჩელსი), კოლო მუანი (აინტრახტი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) და […]
ბაიერნის მთავარი სატრანსფერო სამიზნე კაილ უოკერი იქნება
კაილი უოკერი მიუნხენის “ბაიერნს” უახლოვდება. ინგლისელ მცველს ახალი გამოწვევები სურს. ტრანსფერის თაობაზე ჯერჯერობით მხარეებს შორის გარიგება არ შემდგარა, თუმცა, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ კაილმა გუნდი მიმდინარე ზაფხულში დატოვოს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, ბავარიული კლუბი უოკერით სერიზულად ინტერესდება. გერმანელები ჟოაუ კანსელუს წასვლის შემდეგ, ახალ მარჯვენა მცველს ეძებენ. როგორც ზემოთ ვახსენე, მხარეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა, […]
გორეცკამ პრემიერ ლიგის ინტერესი უარყო
ლეონ გორეცკა პრემიერ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 28 წლის ნახევარმცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ბაიერნის” დატოვებას არ გეგმავს და მიუნხენურ გრანდთან ერთად სურს წარმატების მიღწევა. “არანაირი სხვა გეგმა, გარდა “ბაიერნში” დარჩენისა არ მაქვს. მომავალი წლისთვის განსაკუთრებული გეგმები გვაქვს”, – ლეონ გორეცკა. შეგახსენებთ, გორეცკა “რეკორდმაისტერს” 2018 წელს შეუერთდა და მას […]
“კიმიხმა მითხრა, რომ ის ჩემი ფანია” – ხავი
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ესპანურ სპორტულ გამოცემა Jijantes-თან ინტერვიუში თითქოს გულშემატკივარს მიანიშნა, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელის იოზუა კიმიხის მიმართ ინტერესი აქვს. ცნობილია, რომ ესპანელ თავკაცს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ახალი ნახევარმცველის დამატება სურს. Jijantes-ის მიერ კიმიხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ხავიმ ასე უპასუხა: “მე მას კატარში ვესაუბრე, ღონისძიებაზე შევხვდით და მითხრა, რომ ის ჩემი ფანია. “ბარსაში” […]
ოფიციალურად: ბაიერნმა პირველი ტრანსფერი განახორციელა
მიუნხენის “ბაიერნმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილად გამოაცხადა – “რეკორდმაისტერმა” 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე პირველი ტრანსფერი განახორციელა. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, “ბაიერნმა” 26 წლის კონრად ლაიმერი გაიფორმა. “ლაიპციგის” ნახევარმცველი “რეკორდმაისტერს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ტიტულოვანი გერმანული გრანდის ღირსებას 2027 წლამდე დაიცავს. “ჩემი ოცნება ახდა. “ბაიერნი” მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. კლუბისა და მისი გულშემატკივრებისთვის ყველაფერს […]
ჟოაუ კანსელუს ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ ვითარდება
მიუხედავად იმისა, რომ ჟოაუ კანსელუ ჯერ კიდევ “ბაიერნის” რიგებში ირიცხება, პორტუგალიელი კვლავ “სიტის” საკუთრებაში რჩება. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, “ქალაქელები” მის შენარჩუნებას არ აპირებენ და ზაფხულის სატრანფერო ფანჯარაზე გაყიდიან კიდეც. ბავარიელებს, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ჟოაუს გამოსყიდვა შეეძლოთ, თუმცა, გერმანულმა კლუბმა ამაზე უარი თქვა. სპორტულ მედიაში ისიც იწერება, რომ კანსელუ შესაძლოა “ბარსელონას” სამიზნეც გახდეს. ხავისთვის ახალი […]
“იმედგაცრუებული ვარ, აუცილებლად დავილაპარაკებთ” – ოლივერ კანი
ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონის უკანასკნელ ტურში, ნამდვილი საფეხბურთო დრამა დაიდგა – “დორტმუნდმა” საკუთარ მოედანზე “მაინცის” დამარცხება ვერ შეძლო, საპირისპიროდ “ბაიერნმა” სტუმრად გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ოლივერ კანის გათავისუფლების შემდეგ დატრიალებულმა ამბებმა, შეიძლება ითქვას, რომ “რეკორდმაისტერის” ზედიზედ მე-11 ჩემპიონობა და “დორტმუნდის” იმედგაცრუება დაჩრდილა. “ბაიერნმა” ჰასან სალიჰამიჯიჩი და ოლივერ კანი გაათავისუფლა, რამაც ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია და […]
ბაიერნმა ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა
მიუნხენის ,,ბაიერნმა” გუნდის გენერალური დირექტორი, ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი დაითხოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, კანი და სალიჰამიჯიჩი გუნდის სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ გაათავისუფლეს. გენერალური დირექტორის ადგილს კრისტიან დრიზენი დაიკავებს, სალიჰამიჯიჩის შემცვლელი კი ჯერჯერობით უცნობია. ,,გვინდა, ოლივერ კანს გაწეული სამუშაოსთვის, იდეებისთვის და ყველაფრისთვის, რაც ერთად გავაკეთეთ, მადლობა გადავუხადოთ. […]
ზედიზედ მეთერთმეტედ – ბაიერნი ბუნდესლიგის ჩეპიონია
გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტური, საოცრად დრამატული გამოდგა. დღეს ჩემპიონობის შანსი ორ გუნდს – ,,დორტმუნდსა” და მიუნხენის ,,ბაიერნს” ჰქონდათ. ,,რეკორდმაისტერმა” სტუმრად ,,კიოლნი” 2:1 დაამარცხა, ,,ბორუსიამ” კი შინ ,,მაინცთან” ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა. შედეგად, 71 ქულითა და ბურთების უკეთესი სხვაობით (71 ქულა მოაგროვა მეორეადგილოსანმა ,,დორტმუნდმაც”) გერმანიის ჩემპიონი ,,ბაიერნი” გახდა. ტუხელის გუნდმა გამარჯვების გოლის გატანა 89-ე წუთზე […]