“კიმიხმა მითხრა, რომ ის ჩემი ფანია” – ხავი
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ესპანურ სპორტულ გამოცემა Jijantes-თან ინტერვიუში თითქოს გულშემატკივარს მიანიშნა, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელის იოზუა კიმიხის მიმართ ინტერესი აქვს. ცნობილია, რომ ესპანელ თავკაცს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ახალი ნახევარმცველის დამატება სურს. Jijantes-ის მიერ კიმიხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ხავიმ ასე უპასუხა: “მე მას კატარში ვესაუბრე, ღონისძიებაზე შევხვდით და მითხრა, რომ ის ჩემი ფანია. “ბარსაში” […]
“მადლობა ლევანდოვსკის იმისათვის, რასაც ჩვენს კლუბში გადმოსასვლელად აკეთებს” – ბარსელონას პრეზიდენტი
პოლონეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ბაიერნის” ვარსკვლავის – რობერტ ლევანდოვსკის გარშემო ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი დასასრულს უახლოვდება. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, კატალონიური გრანდის პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს. ჟოან ლაპორტის მტკიცებით, “ბლაუგრანამ” რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე, “ბაიერნს” ოფიციალური წინადადებით მიმართა. “რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერის თაობაზე, “ბაიერნს” ოფიციალური წინადადებით მივმართეთ და ახლა გერმანული კლუბის პასუხს ველით. ვიმედოვნებ, […]
“მისი ყიდვა სარისკოა” – კანი ოსიმენის ტრანსფერზე
იტალიური და გერმანული მედია საშუალებები, ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით აქტიურად სპეკულირებენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნი” ნიგერიელი შემტევის სამსახურით აქტიურად ინტერესდება. ავტორიტეტული გამოცემები აღნიშნავენ, რომ “რეკორდმაისტერი” ოსიმენის სანაცვლოდ რეკორდული თანხის გადახდას გეგმავს, თუმცა, ოლივერ კანმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო. “როდესაც საქმე ასეთ სოლიდურ ღირებულებას ეხება, უნდა დავსვათ კითხვა: გვაქვს, თუ არა გარანტიები, რომ ფეხბურთელი მასზე გაცემულ […]
“მოგესალმებით ფერმერთა ლიგაში” – ვილიარეალის სახალისო პოსტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ბაიერნი” “ვილიარეალს” დაუპირისპირდა. მიუნხენში, “ალიანს არენაზე” გამართული მატჩი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. “რეკორდმაისტერმა” “ვილიარეალის” დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში, “ვილიარეალმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა მადრიდის “რეალმაც” – “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ თრილერში, […]
რობერტ ლევანდოვსკის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი დასრულდა – პოლონელმა ვარსკვლავმა “ბარსელონას” მაისური მოირგო! კატალონიურ და მიუნხენურ გრანდებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ბუნდესლიგა ლევანდოვსკის დაემშვიდობა! 14 წლიანი ფენომენალური კარიერის განმავლობაში, პოლონელმა შემტევმა “დორტმუნდისა” და “ბაიერნის” მაისურები მოირგო. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული და ტიტულებით დახუნძლული, სწორედ “რეკორდმაისტერის” რიგებში გატარებული 8 წელი გამოდგა. “ბაიერნში” გატარებული 8 წლის განმავლობაში, ლევანდოვსკი […]
“პსჟ რთული მოწინააღმდეგეა” – იულიან ნაგელსმანი
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გულშემატკივართა დიდ ყურადღებას ერთ-ერთი წყვილი იქცევს, სადაც ერთმანეთს “პსჟ” და “ბაიერნი” დაუპირისპირდებიან. წილისყრის შემდეგ, ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა – იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა: “პსჟ” რთული მეტოქეა. არც ფრანგებს უხარიათ ჩვენთან დაპირისპირება. შეხვედრისთვის მოსამზადებლად საკმაო დრო გვაქვს. წინ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზაა და ამ დროის კარგად […]
“რაც შეეხება ბარსას მარცხს, ეს უკვე აღარავის ახსოვს”- რობერტ ლევანდოვსკი
პოლონელ ფორვარდს წარსული არ აწუხებს და ამბობს, რომ მთლიანად კონცენტრირებულია “ბასრას”რიგებში ტიტულების მოგებაზე. 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე “ბაიერნმა” “ბარსელონა” 8:2 გაანადგურა და მეოთხედფინალიდან გამოთიშა. გერმანული კლუბის რიგებში ლევანდოვსკიც ირიცხებოდა და კატალონიური კლუბისთვის ერთი გოლის გატანაც შეძლო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ხუთი გოლი გაუშვა, მაგრამ ლევანდოვსკი ამბობს, რომ ეს […]
“სამარცხვინოა, გააუქმეთ მისი კონტრაქტი” – ბარსელონას ფანები ლენგლეს უღირსმა საქციელმა განარისხა!
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, “ბაიერნი” “ბარსელონას” დაუპირისპირდა. მიუნხენში გამართული მატჩი, “რეკორდმაისტერის” გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. პრინციპულ მეტოქესთან განცდილი მარცხის შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა ქვეჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს. აღსნიშნავია, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, “ბარსელონამ” პირველად ვერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ასპარეზობის უფლების მოპოვება. რამდენიმე თვის წინ, კატალონიური გრანდის გულშემატკივრები […]
“ყველაფერს გავაკეთებ ჩემი რეკორდის დასაცავად” – ალან შირერი
ალან შირერმა ხუმრობით თქვა, რომ თუ ჰარი კეინს ამ ზაფხულს “ბაიერნში” გადასვლა სურს, ჰარის პირადი მძღოლის ფუნქციას შეითავსებდა. მისი თქმით, ალანს ძალიან სურს საკუთარი პრემიერ ლიგის რეკორდის დაცვა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. შირერი ფიქრობს, რომ კეინი მის რეკორდს – 260 გოლი პრემიერ ლიგაში, მალე გააუმჯობესებს. თუმცა, ყველაფერი განსხვავებულად განვითარდება თუ “ტოტენჰემის” თავდამსხმელი “ბაიერნს” შეუერთდება. “თუ […]
,,ყველაფერი სპონტანურად მოხდა” – ნაგელსმანი კანსელუს ტრანსფერზე
,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, მიუნხენურ გუნდში ჟოაო კანსელუს გადასვლაზე ისაუბრა: ,,აინტრახტთან თამაშის შემდეგ ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მასთან წინასწარ არც კი მილაპარაკია. ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ შანსი გვქონდა. კანსელუს ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ის ფლანგის მცველია, რომელიც შეტევაში მონაწილეობას ხშირად მიიღებს,” – განაცხადა სპეციალისტმა. კანსელუ ,,ბაიერნში” იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მიუნხენური გრანდისა და ,,მანჩესტერ სიტის” […]
10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის გუნდი ევროპაში
უცხოურ მედიაში დღეს ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე 10 ევროპული გუნდის ვინაობა დასახელდა. არც თუ ისე მოულოდნელად, რეიტინგს პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი, “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. ინგლისელთა შემადგენლობა 1.2 მილიარდ დოლარს აღწევს. პეპ გვარდიოლას გუნდში ყველაზე ძვირადღირებული რაჰიმ სტერლინგია (140 მილიონი). მე-2 და მე-3 ადგილებს, შესაბამისად, მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” იკავებენ. რაც შეეხება მე-4 პოზიციას, ჩემპიონთა ლიგის […]