აზერბაიჯანული მედია: სოლომონ კვირკველიამ ბაქოს ნეფთჩი დატოვა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ ბაქოს “ნეფთჩი” დატოვა. azerisport.com-is ცნობით, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუმინული ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ადრიან მუტუმ ქართველ ფეხბურთელთან მუშაობა არ გადაწყვიტა. კვირკველიამ, რომელიც კარიერის განმავლობაში ყაზანის “რუბინში”, “ნეფთეხიმიკში”, მოსკოვის “ლოკომოტივში”, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინულ “მეტალისტში” და “გაგრაში” ითამაშა, აზერბაიჯანის დედაქალაქში 1 სეზონი გაატარა და 42 მატჩში 2 გოლის […]
ვატო არველაძე: “მინდა ჩემი საგვარეულოს ისტორია გავაგრძელო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფორმაში დავბრუნდე”
ვატო არველაძემ, რომელიც ბაქოს “ნეფთჩის” რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, აზერბაიჯანულ გამოცემა azerisport.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა, მათ შორის გუნდთან ადაპტაციის, სოლომონ კვირკველიას ფაქტორის და მისი საფეხბურთო ოჯახის შესახებ ისაუბრა. “ძალიან მომწონს, რომ ქვეყნის უდიდეს კლუბში მიწევს ყოფნა. ადაპტაციას სწრაფად გავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფორმაში სწრაფად დავბრუნდე. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. ახლა ყველაფერს ვაკეთებ, […]
სოლომონ კვირკველიას სადებიუტო გოლი ნეფთჩის მაისურით | VIDEO
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონ ბაქოს “ნეფთჩიში” გადაბარგების შემდეგ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა. 30 წლის უკანახაზელმა ეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში გააკეთა და “კაპაზის” კარის აღება მოახერხა. კვირკველიას ახალი კლუბის მაისურით უკვე 5 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, შემდეგი მატჩი კი გუნდს 20 აგვისტოს, დავით ვოლკოვის “საბაჰის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
ოფიციალურად: საბა კვირკველია ბაქოს ნეფთჩიში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს და ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, ბაქოს “ნეფთჩის” მაისურს მოირგებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, კვირკველიას შესახებ რამდენიმე ინფორმაცია ვრცელდებოდა. მას როგორც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, “დინამო ბათუმს” და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ, “დინამო თილისს“, ასევე რუმინულ გრანდ, ბუქარესტის “სტიაუას” უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოოდ 30 წლის უკანახაზელმა აზერბაიჯანის […]
აზერბაიჯანულ კლუბს თემურ ქეცბაიას გადაბირება სურს
საქართველოს ნაკრების ყოფილი და ამჟამად კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია შესაძლოა ბაქოს “ნეფთჩიში” დასაქმდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფამაგუსტელები ევროსარბიელზე ვერ მოხვდნენ და 2022/2 წლების სეზონში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ქართველი სპეციალისტი გუნდის დატოვებას აპირებს. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ აზერბაიჯანული კლუბის ხელმძღვანელობა ევროპაში გაემგზავრა, […]
დავით ვოლკოვის აკრობატული ნახტომი და გოლი ბაქოს ნეფთჩისთან (ვიდეო)
ნეფთჩისთან მატჩში დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “დინამო თბილისი” სტუმრად ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გასამართ მატჩში, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. ქართული გუნდი “ნეფთჩის” წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვა: კვასხვაძე – ხვადაგიანი, ბენიო, პაპავა (კ) – სპორქსლედე, რადინი, ქარდავა, ხარაბაძე, კუცია – გაბედავა, მარუშიჩი. მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე. […]
კახა ცხადაძე: “ნეფთჩისთან თბილისში მეტოქის სიძლიერის გამო არ წაგვიგია”
“დინამო თბილისსა” და “ნეფთჩის” შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩამდე კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეცილიასტმა თბილისში გამართულ თამაშსა და ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “ბაქოში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. აზერბაიჯანში საკმაო დროის მანძილზე ვმუშაობდი. ჩემთვის, ბაქო ძალიან ლამაზი ქალაქია. პირველი მატჩი “ნეფთჩის” წინააღმდეგ ძალიან საინტერესო და რთული იყო. ხვალ იგივე იქნება და ნანახი თამაშით ისიამოვნებთ. […]
კახა ცხადაძე: “კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ – მინდა, რომ ეს პათოსი დასრულდეს”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართა და რომელშიც ბაქოს “ნეფთჩიმ” “დინამო თბილისს” 2:1 აჯობა, საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წინაშე მატჩი შეაფასა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. “ემოციები მატჩის შემდეგ ყოველთვის ჭარობობს და ლოგიკურად მსჯელობა ჭირს, მაგრამ ერთი […]
ბაქოს ნეფთჩის მწვრთნელი: “გამოჩნდა, რომ დინამო კარგ ფორმაშია, ჯერ არაფერი დასრულებულა”
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართა და რომელშიც ბაქოს “ნეფთჩიმ” “დინამო თბილისს” 2:1 აჯობა, აზერბაიჯანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სამირ აბასოვმა შეხვედრა შეაფასა და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედზე ისაუბრა. “შეხვედრა ზუსტად ისეთივე დაძაბული გამოდგა, როგორიც გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციის დროს აღვნიშნეთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამარჯვება მოვახერხეთ, არ ვთვლი, რომ ამ […]
ნეფთჩისთან მატჩში დინამო თბილისის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
7 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, “დინამო თბილისი ბაქოს “ნეფთჩის” უმასპინძლებს. შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძრითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება. “დინამო თბილისი”: კვასხვაძე – ბენიო, ხვადაგიანი, პაპავა – სპორქსლედე, რადინი, ქარდავა, ხარაბაძე – გაბედავა, კუცია – მარუშიჩი. (3-4-2-1). მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე. “დინამო თბილისისა” და ბაქოს […]
ჩემპიონთა ლიგა და ბაქოს ნეფთჩი: ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
7 ივლისს, “დინამო არენა” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, “დინამო თბილისი”, ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. ქართულ-აზერბაიჯანული დუელი, რომელშიც ერთმანეთის წინაშე ორი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წარსდგება, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა საქართველოს პირველი არხის ეთერში გექნებათ, იქამდე კი, ვიდრე “ლურჯ-თეთრები” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო […]