არდა თურანი ბარსელონაში ბრუნდება
თურქი ფეხბურთელი იჯარის წესით ამჟამად “ბაშაკშეჰირის” ღირსებას იცავს, თუმცა თურანი ოფიციალურად “ბარსელონას” საკუთრებაა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქულ გუნდსა და არდა თურანს შორის იჯარის ხელშეკრულება გაწყდა. ხელშეკრულების გაწყვეტა თავად ფეხბურთელის ინიციატივა იყო. არდას შემოთავაზება “გალათასარაიდან” აქვს და დიდი ალბათობით სწორედ ამიტომ მოიქცა ასე. სანამ 32 წლის თურქი ფეხბურთელი თავის მომავალს გაარკვეს, იგი აუცილებლად კატალონიაში დაბრუნდება, […]
არდა თურანს პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)
თურქი ნახევარმცველი, არდა თურანი ახალ სკანდალში ეხვევა. “ბაშაკშეჰირის” ფეხბურთელს თურქ მომღერალზე, ბერქაი შაჰინზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
ბაშაქშეჰირი 0:2 პსჟ (მიმოხლივა)
მანჩესტერელთა უკანა ხაზის გაუგებარი ქმედება – დემბა ბამ ანგარიში გახსნა (ვიდეო)
ნეიმარმა თავისი კერპი დაასახელა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “პსჟ”-ს ფეხბურთელმა ნეიმარმა უცხოურ პრესასთან ისაუბრა. “ბარსელონას” ყოფილ მოთამაშეს ერთ-ერთ მომენტში თავისი კერპის შესახებ ჰკითხეს: “ჩემი კერპი ფეხბურთში რობინიოა,” – უპასუხა ნეიმარმა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ რობინიო ახლა თურქულ “ბაშაკშეჰირში” თამაშობს. ბრაზილიელის ანგარიშზე ერთადერთი გოლია. “მილანის” “სიტისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ევროპიდან 2014 წელს წავიდა და სხვადასხვა ქვეყნის გუნდებში მოასწრო თამაში.
ქართველი მსაჯები უეფას კონფერენს ლიგაზე იმუშავებენ
21 ივლისს, უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, უეფას გადაწყვეტილებით ქართველი მსაჯებიც იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. სტამბოლში, ადგილობრივი „ბასაკშეჰირის“ და ნეთანიის „მაკაბის“ მატჩის მთავარი არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. პოლონური „რაკუვისა“ […]