თურქეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ქალაქ სტამბოლში ერთმანეთს “ბაშაქშეჰირი” და “სივასპორი” დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ფერდ 1:1 დასრულდა. ერთი შეხედვით, აღნიშნულ მატჩში საინტერესო არაფერი ყოფილა, თუმცა შეხვედრის დაახლოებით მე-20 წუთისთვის თოვლი წამოვიდა და მეორე ტაიმის დასაწყისისთვის მოედანი მთლიანად გადათეთრდა. საქმე იმაშია, რომ “სივასპორის” ფეხბურთელები შეხვედრას თეთრი ფორმით ატარებდნენ და დათოვლილ მოედანზე მეტოქისგან განსხვავებით პრაქტიკულად უჩინარები იყვნენ. მიუხედავად ამისა, […]