დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]
დიდი 10 | ბათუმი 17:13 ყოჩები
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ბოლნისის ‘ყოჩები’ 17:13 დაამარცხა და ტიტულის დაცვას აგრძელებს. ზღვისპირეთში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ ბურთს, ერთით მეტი ლელო გაიტანეს და 23 აპრილს ქუთაისში, ‘აიას’ წინასწარი ფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. თამაში მაღალ ტემპში, ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-4 […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება. ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 “აია არენას” სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა დიდ ფინალამდე 22 […]
დიდი 10 | ბათუმი ფინალშია!
კვირას, ავდრიან ავჭალაში, დიდი 10-ის წინასწარი ფინალი მოეწყო, სადაც ერთმანეთს პირველ-ადგილოსანი ლელო და მოქმედი ჩემპიონი ბათუმი დაუპირისპირდა. ამინდის მიუხედავად, სტადიონზე ხალხი მრავლად მივიდა და არც გაწბილებული დარჩა, ასეთი უშეღავათო ბრძოლა, წლევანდელ პლეი-ოფში ნამდვილად არ გვინახავს. თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ლელომ ხელდახელ კარგად შეუტია, რაქში ჯარიმა მოიპოვა და ყიასაშვილმა ანგარიში ჯარიმით გახსნა. 3:0მალევე, ავდარმა და წვიმამ […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე დიდი 10-ის დიდ ფინალში ქუთაისის “აია” “ბათუმს” ერკინება! ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 აია არენას სალაროში: (ყოველდღე 11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა ფინალამდე “აიამ” რეგულარული გათამაშება პირველ […]
დიდი 10 | დიდი ფინალები “ავჭალაზე”
შაბათს, 6 მაისს “ავჭალაში” დიდი ფინალებია!15:00 საათზე, პირველი ლიგის ფინალია: არწივები – არმია,19:00 საათზე დიდი 10-ის დაგვირგვინებაა: ხარები – ბათუმი. შინაური ჩემპიონატის ფინალურ დღეს პირველი ლიგის ფინალი გახსნის. რიგით მე-2 რანგის ფინალი ძალზედ საინტერესოა, რადგან წელს ორივე გუნდი ლეგიონერებითაა გაძლიერებული: ოზურგეთის არწივებს 9 უცხოელი მორაგბე ყავს – 5 სამხრეთ აფრიკელი, 4 ფიჯელი; ხოლო არმიას 6: […]
ზაფხულის ტესტ მატჩების დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგა. ბათუმში, იტალიის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (28:19) შემდეგ, “ბორჯღალოსნებმა” ქუთაისში პორტუგალია 23:14 დაამარცხეს და საზაფხულო ტესტები 2 გამარჯვებით დაასრულეს. 03.07.2022 – საქართველო 24:30 არგენტინა XV 10.07.2022 – საქართველო 28:19 იტალია 16.10.2022 – საქართველო 23:14 პორტუგალია პორტუგალიასთან დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ბორჯღალოსანთა” […]
დიდი 10 | რუსთავის ‘ხარები’ 30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია
2022-23 წლის სეზონის დაგვირგვინება „ავჭალა არენაზე“ გაიმართა: დიდი 10-ის ფინალში რუსთავის “ხარები” და ბათუმის “ბათუმი” შეერკინნენ. დრამატულ ბრძოლაში რუსთავის ხარებმა 24:22 იმარჯვა და 30 წლის შემდეგ პირველად იჩემპიონა. მოედანზე მრავლად იყო რუსთავის და ბათუმის გულშემატკივარი, მათი ჭაბუკთა და ბავშვთა გუნდები, თუმც სტადიონს არც ნეიტრალური ფანობა აკლდა. თამაში ძალიან საინტერესოდ და ინტრიგულად დაიწყო, მე-3 წუთზე ბათუმელების […]
სუპერ თასი 2022 | ახალი სეზონი ბათუმში ქართული დერბით იწყება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული “შავი ლომი” პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ “ბათუმს” ეწვევა. პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური “ლუზიტანუში”, ესპანური “იბერიანსი”, ბელგიური “დევილსი” და ნიდერლანდური “დელტა” ითამაშებენ. […]
სუპერ თასი | ‘შავმა ლომმა’ ქართული დერბი ბონუსით მოიგო
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ტურში ‘შავმა ლომმა’ ქართულ დერბიში ‘ბათუმი’ ბონუსით, 29:3 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ სუპერ თასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ახალ ტურნირში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. მთლინობაში, ‘შავმა ლომმა’ მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა დაგეგმილი […]
სუპერ თასი | ‘ბათუმის’ ისტორიული გამარჯვება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, ‘ბათუმმა’ „ბათუმი არენაზე“ ისრაელის ‘ჰითს’ 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. ‘ბათუმი’ 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა. წვიმამ და სველმა მოედანმა […]
სუპერ თასი | ‘ბათუმმა’ ფლეი ოფისკენ გაიწია
რაგბი ევროპის სუპერ თასზე ‘ბათუმმა’ ზედიზედ მეორე საშინაო შეხვედრა მოიგო. 3 კვირის წინ ისრაელის ‘ჰითის’ 19:11 ძლევის შემდეგ, ზღვისპირელებმა რუმინული ‘ვულვზი’ 23:3 დაამაცხეს და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუს-ქულაც აიღეს. შედეგად, საქართველოს ჩემპიონს 9 საცხრილო ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ის 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ ‘შავ ლომს’ და ამდენივეთი უსწრებს ‘ჰითს’. ხვალ თელავივში […]