ბელარუსის ნაკრების შეკრება ჩაშლის პირასაა
ბელარუსის ეროვნულ გუნდში დიდი არეულობაა. ადგილობრივ გუნდები (ბრესტი, ბატე, სოლიგორსკის შახტიორი) თავიანთ საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელებს შეკრებაზე არ უშვებენ. ბელარუსელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მერხალმა ნაკრებში განვითარებულ მოვლენებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ყველაფერი კარგად იყო, შეთანხმება უკვე გვქონდა გუნდებთან, რომ თებერვლის შეკრებაზე ფეხბურთელებს გაათავისუფლებდნენ. სამწუხაროდ, სიტყვა შეცვალეს, ჩვენ კი ნორმალურად ვეღარ ვემზადებით – შეკრება ჩაშლის პირასაა,” – თქვა […]
ბელარუსმა უზბეკეთი დაამარცხა, ფანები კმაყოფილები არ არიან
ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეიკრიბა. მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხალმა ფეხბურთელებს, როგორც იქნა, თავი მოუყარა. ბელარუსები გუშინ, 23 თებერვალს, უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე პაველ ნეხაიჩიკის ერთადერთი გოლით დაამარცხეს – 1:0. მარხალმა მეტოქესთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: პავლიუჩენკო, ბურკო, პოლიტევიჩი, პავლოვეტსი, მატვეიჩიკი, ნეხაიჩიკი, კენდიში, კორზუნი, სტასევიჩი, დრაგუნი, ლაპტევი გამარჯვების მიუხედავად, ბელარუსები თამაშის ხარისხით კმაყოფილები არ […]
ბელარუსმა საქართველოსთან მატჩის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირება მოახლოვდა. 26 მარტს თბილისში, “დინამო არენაზე”, საქართველოს ნაკრებს ბელარუსი ესტუმრება. ბელარუსთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მარხალმა “ჯვაროსნებთან” მატჩამდე გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 35 ფეხბურთელი მოხვდა. მეკარეები: ალექსანდერ გუტორი (სოლიგორსკის შახტიორი), პაველ პავლიუჩენკო (დინამო ბრესტი), იგორ ხატკევიჩი (ისლოჩი), ანტონ ჩიჩკანი (ბატე) მცველები: ალექსანდერ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), დენის პოლიაკოვი, ნიკოლაი ზოლოტოვი (ორივე ურალი, რუსეთი), […]
ბელარუსის კაპიტანი კრასნოდარის ძირითად შემადგენლობაშია
რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “სოჭი” საკუთარ მოედანზე “კრასნოდარს” უპირისპირდება. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ბელარუსისა და “კრასნოდარის” კაპიტანი, ალექსანდრ მარტინოვიჩი. თებერვლის ბოლოს ბელარუსულ მედიაში დაიწერა, რომ 32 წლის ცენტრალურმა მცველმა ტრავმა მიიღო და თბილისში თამაშს ვერ მოახერხებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მარტინოვიჩს მხოლოდ 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო 26 მარტს, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს […]
ბელარუსის ნაკრები თბილისში საუკეთესო ბომბარდირის გარეშე ჩამოდის
8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში “დინამო არენაზე” ერთმანეთს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა იმ 28 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც თბილისში გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ ბელარუსს “ჯვაროსნებთან” ვერ დაეხმარება გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი და ნაკრების მოქმედი საუკეთესო ბომბარდირი, სტანისლავ დრაგუნი. როგორც ცნობილია, 32 წლის ნახევარმცველს კორონავირუსი აქვს, რის გამოც “ბატეში” დიდი […]
გერმანია 4:0 ბელარუსი (მიმოხილვა)
საქართველო – ბელარუსი | ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო!
უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო – ბელარუსის, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დღეს, 15 თებერვალს დაიწყო. ბილეთების ფიზიკური რეალიზაცია კი, დინამოზე არენას სალაროებში 22 თებერვლიდან დაიწყება. 23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეზე, მხოლოდ ერთი დღით, ბილეთების შეძენა, პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც იქნება შესაძლებელი. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეეძლება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია. ⚠︎ […]