ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ. მსოფლიოს ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. საქართველოს სახელით, კონკურენციაში შემდეგი სპორტსმენები ჩაებმებიან: 57 კგ – გოგა ძიგუა 61 […]
დღეს სოფიაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ბოლო სალიცენზიო ტურნირი გაიმართა, სადაც წარუმატებლად იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. 57 წონით კილოგრამ კატეგორიაში გიორგი როგავა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ბექა ლომთაძე (65კგ) ასპარეზობას მეოთხედფინალში გამოეთიშა, სანდრო ამინაშვილმა (86კგ) კი მხოლოდ 1 ბრძოლა მოიგო და სოფიას ტურნირი მერვედფინალში დაასრულა. ქართველი მოჭიდავეები ლიზენციის მოპოვებას ვეღარ მოახერხებენ. ტოკიოში სულ 3 ქართველი […]
ბექა ლომბთაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონატი – ამინაშვილი ფინალშია, ლომთაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორ წევრს ხვალ მედლის მოპოვების შანსი ექნება. ფინალში გასვლა მოახერხა სანდრო ამინაშვილმა (86კგ). ქართველმა მოჭიდავემ დღეს შესანიშნავად იასპარეზა და ჯერ იტალიელ, სიმონე იანატონს მარტივად აჯობა – 11:0, შემდეგ კი პოლონელი – სებასტიან იეზიერზანსკი დამაარცხა – 6:1. სანდრომ ნახევარფინალში ბელორუს, ალი შაბანაუს მძიმე ბრძოლაში – 3:2 მოუგო […]
ჭიდაობა – ოთხი ქართველი მსოფლიო რეიტინგის სათავეში
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო რეიტინგის ლიდერები არიან, ხოლო იური ლომაძე მესამე ადგილზეა, რაც შეეხება თავისუფალ ჭიდაობას – ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი საკუთარი წონის ლიდერებად გვევლინებიან. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა UWW-მ თავისუფალი ჭიდაობის მსგავსად ბერძნულ-რომაულშიც გაანახლა რეიტინგი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე კვლავინდებურად პირველ პოზიციებს იკავებენ, წურწუმიას (55 კგ) […]
თავისუფალი ჭიდაობა: სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში!
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ბექა ლომთაძე (61 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) რომში მიმდინარე ევროპირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ. ლომთაძე აზერბაიჯანელ ვალიზადას, მწითური თურქ კარადენიზს, ხოლო პეტრიაშვილი კი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება.
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია! (ვიდეო)
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ბექა ლომთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მოლდოველი, ამერიკელი და ინდოელი ბარიერების დაძლევის შემდეგ ფინალურ დაპირისპირებაში ლომთაძე რუსეთის წარმომადგენელს, იდრისოვს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)
ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. მეორე საფინალო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ბექა ლომთაძემ. ბექა ძალიან სანახაობრივ ფინალში სომხეთის წარმომადგენლ არსენ ჰარუთუნიანთან დამარცხდა. პირველ პერიოდში ბექა 8:0 დაწინაურდა თუმცა საბოლოოდ 17:11 დამარცხდა. დღესვე ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი. მესამე ადგილისთვის კი ავთანდილ კენჭაძე და ირაკლი მწითური იასპარეზებენ. გუშინ ბრინჯაოს მედლები ელიზბარ ოდიკაძემ […]
ორი ბრინჯაოს შანსი
დღეს ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება. ბოლო დღეს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. 70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილი მონღოლ ბიამბადორჟ ერდენეს დაუპირისპირდება, ხოლო 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი იქნება. ჯერჯერობით ჩვენს ნაკრების ყულაბაში გენო პეტრიაშვილის ოქრო და ავთანდილ კენჭაძის ვერცხლი მოიპოვება, ხოლო ბექა ლომთაძე, დავით […]
ხუციშვილი და ხინჩეგაშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდნენ დავით ხუციშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. სამწუხაროდ ორივე ფალავანი აშკარა უპირატესობით დამარცხდა. ლადოსთვის დაუძლეველი ბარიერი რუსი ახმად ჩაკაევი აღმოჩნდა და 0-10 დამარცხდა რაც შეეხება ხუციშვილს მას ამერიკელმა კაილ დუგლას დეიკმა სძლია 11-0. ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ ოთარ გოგავა და დავით მარსაგიშვილი. მარსაგიშვილი, ხინჩეგაშვილი და ხუციშვილი რეპეშარჟში გასვლის […]
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! (ვიდეო)
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელი ფარვიზ ხადიბასმანჯი დამაჯერებლად 13-6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ხვალ ჩინელ ჟი ვეი დენგს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია 74 კგ წონითი კატეგორიის მჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც იგი რუს ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდება. 61 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ბექა ლომთაძე.