ბექა ლომბთაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)
ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია!
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. მეორე საფინალო დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა ბექა ლომთაძემ. ბექა ძალიან სანახაობრივ ფინალში სომხეთის წარმომადგენლ არსენ ჰარუთუნიანთან დამარცხდა. პირველ პერიოდში ბექა 8:0 დაწინაურდა თუმცა საბოლოოდ 17:11 დამარცხდა. დღესვე ფინალში იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი. მესამე ადგილისთვის კი ავთანდილ კენჭაძე და ირაკლი მწითური იასპარეზებენ. გუშინ ბრინჯაოს მედლები ელიზბარ ოდიკაძემ […]
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!
ბუდაპეშტში სტარტი აიღო თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატმა. პირველ დღეს ასპარეზობაში 4 ქართველი ფალავანი ჩაება. 61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ მერვედფინალში სენეგალელი ადამა დიატა 6-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ კაზუია კოიანაგის დაუპირისპირდება. 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას უკვე გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი, საწყის ეტაპზე მან კოლუმბიელი მეტოქე მარტივად დაამარცხა, თუმცა შემდეგ პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკისთან ვერაფერს გახდა […]
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 61 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ლომთაძემ იაპონელი კაზუია კოიანაგი აშკარა უპირატესობით 11-1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა სადაც რუს ჰაჯიმურად რაშიდოვს დაუპირისპირდება. სულ მალე ხალიჩაზე გენო პეტრიაშვილი და ავთანდილ კენჭაძემ გამოვლენ.
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია (ვიდეო)
ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია! (ვიდეო)
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ბექა ლომთაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მოლდოველი, ამერიკელი და ინდოელი ბარიერების დაძლევის შემდეგ ფინალურ დაპირისპირებაში ლომთაძე რუსეთის წარმომადგენელს, იდრისოვს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! (ვიდეო)
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გენო პეტრიაშვილმა ირანელი ფარვიზ ხადიბასმანჯი დამაჯერებლად 13-6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ხვალ ჩინელ ჟი ვეი დენგს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია 74 კგ წონითი კატეგორიის მჭიდავე ავთანდილ კენჭაძეც იგი რუს ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდება. 61 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს ბექა ლომთაძე.
ევროპის ჩემპიონატი – ამინაშვილი ფინალშია, ლომთაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორ წევრს ხვალ მედლის მოპოვების შანსი ექნება. ფინალში გასვლა მოახერხა სანდრო ამინაშვილმა (86კგ). ქართველმა მოჭიდავემ დღეს შესანიშნავად იასპარეზა და ჯერ იტალიელ, სიმონე იანატონს მარტივად აჯობა – 11:0, შემდეგ კი პოლონელი – სებასტიან იეზიერზანსკი დამაარცხა – 6:1. სანდრომ ნახევარფინალში ბელორუს, ალი შაბანაუს მძიმე ბრძოლაში – 3:2 მოუგო […]
თავისუფალი ჭიდაობა: სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში!
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ბექა ლომთაძე (61 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) რომში მიმდინარე ევროპირველობის ნახევარფინალში იჭიდავებენ. ლომთაძე აზერბაიჯანელ ვალიზადას, მწითური თურქ კარადენიზს, ხოლო პეტრიაშვილი კი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება.
ორი ბრინჯაოს შანსი
დღეს ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდება. ბოლო დღეს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი გვაქვს. 70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილი მონღოლ ბიამბადორჟ ერდენეს დაუპირისპირდება, ხოლო 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძის მეტოქე უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი იქნება. ჯერჯერობით ჩვენს ნაკრების ყულაბაში გენო პეტრიაშვილის ოქრო და ავთანდილ კენჭაძის ვერცხლი მოიპოვება, ხოლო ბექა ლომთაძე, დავით […]
ოფიციალურად: მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში არიან ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომლებიც ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების რანგში გავლენ. მსოფლიოს ჩემპიონატს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2 ოქტომბრიდან უმასპინძლებს. საქართველოს სახელით, კონკურენციაში შემდეგი სპორტსმენები ჩაებმებიან: 57 კგ – გოგა ძიგუა 61 […]
პეტრიაშვილი და კენჭაძე მეოთხედფინალში გავიდნენ!
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა უნგრელი დანიელ ლიგეტი დიდი უპირატესობით 11-1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც რუს ანზორ ხიზრიევს დაუპირისპირდება. 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ პოლონელი პიოტრ სოკალსკი აშკარა უპირატესობით 12-2 დაამარცხა და მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვსა და მონღოლ მანდახნარან განზორიგს შორის გამარჯვებულს დაუპირსპირდება. შეგახსენებთ რომ უკვე […]