საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა, ზურაბ დათუნაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე შეკრება დაწყებიდან ერთ დღეში დატოვა. ევროპის ორგზის ჩემპიონმა მანამდე ბორჯომში მიმდინარე შეკრება სრული დატვირთვით გაირა, რის შემდეგაც თურქეთში გამართულ ტურნირზე უნდა ეასპარეზა, თუმცა ის განაცხადში არ ყოფილა. აღნიშნული ტურნირის შემდეგ კი, ბაკურიანში დაწყებული შეკრება სპორტსმენმა მეორე დღესვე – 3 აგვისტოს დატოვა და არც ამ შეკრების […]