მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს პრიშიტინაში დაუპირისპირდება, მასპინძელი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბერნარდ ჩალანდერსმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “შვედეთთან მატჩის შემდეგ ძალიან ბედნიერი არ ვყოფილვარ. ახლა, საქართველოს წინააღმდეგ ჩემი გუნდის მხრიდან უფრო უკეთეს თამაშს ველი. ამ მატჩში ჩვენ ჟინის ნაკლებობა გვქონდა, თუმცა ეს შეხვედრა […]