საფრანგეთი მატჩი დრამატულად და თან სახალისოდ დასრულდა (ვიდეო)
მომენტი, როდესაც ორივე გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს | VIDEO
7 თებერვალს, ტოპ 14-ის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბიარიცი” “ლა როშელს” დაუპირისპირდა. ბიარიცში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა. მატჩის მიწურულს, იმ დროს, როდესაც “ბიარიცი” 20:24 მარცხდებოდა სახალისო შემთხვევა დაფიქსირდა – “ბიარიცის” სასარგებლოდ მეტოქის 5-მეტრიანში აუტი დაინიშნა, რომლის ჩაწოდების მომენტში მოედანზე ორი ბურთი აღმოჩნდა. ერთი სტუმართა მორაგბემ მოიგერია – ხოლო მეორე “ბიარიცის” ჰუკერმა დაამიწა. სასტვენის […]
საქართველოს ნაკრებს ოთია გიორგაძე გამოაკლდა
საფრანგეთში სადისციპლინო კომიტეტმა დღეს ოთია გიორგაძის საკითხი განიხილა და ხუთი კვირით დასაჯა. ქართველი მორკინალი საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონის PRO D2-ის მე-17 ტურში, მსაჯმა სახიფათო თამაშისთვის წითელი ბარათით დასაჯა. გიორგაძემ მატჩი „ბრივის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეხუთე წუთზე „ბიარიცს“ ლელოც დაუდო, მაგრამ მატჩის მე-14 წუთზე კონტაქტისას მეტოქისთვის იდაყვის ჩარტყმის გამო მოედნიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში, „ბრივმა“ 36:26 მოიგო. […]
რუმინეთის რაგბის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
რუმინეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებს 44 წლის ფრანგი სპეციალისტი, ტომას ლევრემონი გაწვრთნის. იგი რუმინელებთან ერთად 2023 წლამდე იმუშავებს.
ლეგიონერები | კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში
ბორჯღალოსანთა ახალგაზრდა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ, ინგლისის “გლოსთერის” მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 23 წლის მორაგბით ინგლისელები “შემოდგომის ერთა თასზე” წარმატებული თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ და მას კონტრაქტიც გაუფორმეს, პრემიერშიფის მე-8 ტურში კი, გიორგი საკუთარი გუნდის მარქაფაში იყო და “ლონდონ აირიშის” წინააღმდეგ შეცვლაზე 13 წუთი ითამაშა. ამ პერიოდში კვესელაძემ ჩვეულ სტილში, სამი დომინანტური ბოჭვა შეასრულა, შეტევაში კი ბურთი […]
ტოპ 14 | საღინაძემ ლიდერს გაუტანა
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის “ლიონს” ზაფხულში პრო დე2-ის “ორიაკიდან” შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა. “ტულუზი” “ლიონს” ექვსიდან ექვსი მოგებით ეწვია. საღინაძე მასპინძელთა ძირითადში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-15 წუთზე ის მარჯვენა ფრთიდან ჩაერთო შეტევაში, […]
ჯალაღონიას ლელო ბორდოს წინააღმდეგ | VIDEO
საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-14 ტურის შეხვედრაში, “ბორდო” “ბიარიცს” დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 30:27 დასრულდა. 70-ე წუთზე, თორნიკე ჯალარონიამ “ბორდო” დაალელოვა, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
ლეგიონერები | ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
გასულ უქმეებზე თორნიკე ჯალაღონიამ მორიგი ფრანგული ლელო გაიტანა. ამჯერად მან თავი “ორიაკთან” მატჩში გამოიჩინა. ტოპ 14-ის 22-ე ტურში კოვიდ-პანდემიის გამო მხოლოდ სამი თამაში გაიმართა. “სტად ფრანსემ” “პოს” უმასპინძლა და 46:32 გაიმარჯვა. პარიზელთა რიგებში პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა. მეორე პარიზული კლუბი “რასინგ 92” “ტულუზს” ეწვია და 16:34 დამარცხდა. სტუმართა ძირითადში იყო და 50-ე წუთზე […]