“მან და დიახაბიმ კინაღამ წლის შეცდომა დაუშვეს”, – როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?
კოპა დელ რეის ნახევარფინალში, “სან მამესზე“, ბილბაოს “ატლეტიკმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და ფრე – 1:1 ეთამაშა. ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა, თუმცა ერთ ეპიზოდში კინაღამ, უნებლიე შეცდომის შედეგად მეტოქეს გოლი აჩუქა. ეს მაშინ, მოხდა, როცა ქართველ გოლკიპერს თანაგუნდელმა ბურთი დაუგორა, მან კი ფეხი ააცილა […]
“მას ნდობა სჭირდება და დიდი მეკარე გახდება”, – რას წერენ ესპანელი გულშემატკივრები მამარდაშვილის თამაშზე?
კოპა დელ რეის ნახევარფინალში, “სან მამესზე“, ბილბაოს “ატლეტიკმა” “ვალენსიას” უმასპინძლა და ფრე – 1:1 ეთამაშა. ვალენსიელთა ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც საკმაოდ ნორმალური თამაში ჩაატარა. მიუხედავად რამდენიმე შეცდომისა, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გამოსვლების კომპონენტში დამაჯერებელი იყო და წესით და რიგით, გუნდის მთავარ მწვრთნელ, ხოსე ბორდალასს მისი სასტარტო თერთმეტეულიდან გამოყვანის საფუძველი არ უნდა ჰქონდეს. მატჩის შემდეგ, […]
“მესტალიას გიგანტი ხდება, ფინალის საგზური უშუალოდ მოიპოვა” – როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?
ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ვალენსიამ” ბილაბოს “ატლეტიკი” – 1:0 დაამარცხა და კოპა დელ რეის ფინალის საგზური ორი მატჩის ჯამში – 2:1 გამარჯვების შედეგად მოიპოვა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც უკვე მიჯრით მეექვსე მატჩში ანდალუსიური კლუბის მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სრულად ითამაშა და ზედიზედ მეორე დაპირისპირებაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მატჩის შემდეგ, ქართველო […]
“წლის ყველაზე აბსურდული გოლების სიაში მოხვდა” – Marca მამარდაშვილის შეცდომას გამოეხმაურა
ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “სევილიასთან” სტუმრად, “რამონ სანჩეს პისხუანზე” – 1:3 წააგო. ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ “სევილიასთან” მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 (Whoscored.ccm, 5.9 Sofasocre) დაიმსახურა. […]
11 გამარჯვება – გვარდიოლა 21-ე საუკუნეში საუკეთესოა
პეპ გვარდიოლამ მორიგი საინტერესო მიღწევა დააფიქსირა. მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “მანჩესტერ სიტიმ” მადრიდის “რეალს” ორივე შეხვედრა (2:1, 2:1) მოუგო, ესპანელი სპეციალისტი 21-ე საუკუნეში “სამეფო კლუბის” ყველაზე მეტჯერ დამმარცხებელი გახდა. ტიკი-ტაკას შემოქმედმა მიმდინარე საუკუნეში “ბლანკოსების” ძლევა 11-ჯერ მოახერხა, რაც საუკეთესო შედეგია. მეორე ადგილზე თანაბარი – 9-9 მოგებით დიეგო სიმეონე და ერნესტო ვალვერდე იმყოფებიან. პეპის გუნდი […]
2.5-წლიანი პაუზის შემდეგ – ერნესტო ვალვერდე ფეხბურთს დაუბრუნდა
ორწელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ბოლო დღეების განმავლობაში ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბასკურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა და გამოაცხადა, რომ ყოფილი თავკაცი გუნდს ამჯერად ახალი, 2-წლიანი კონტრაქტით უხელმძღვანელებს. საინტერესოა, რომ ეს ვალვერდესთვის “ბილბაოში” მესამე მისვლაა, იგი აქ 1997-2005 (2003 წლიდან ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელის […]
ანსუ ფატი ტრავმირებულია
“ბარსელონას” შემტევი, ანსუ ფატი ტრავმირებულია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას “ბარსელონას” პრეს-სასმახური ავრცელებს. კატალონიური გრანდის ახალ მეათე ნომერს, მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეფსის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად რა დროის გამოტოვება მოუწევს 19 წლის ესპანელ ფეხბურთელს. ანსუ ფატის 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო […]
ანტუან გრიზმანის გოლი – ბარსელონა სუპერთასის ფინალში დაწინაურდა (ვიდეო)
ანტუან გრიზმანმა კარიერა შესაძლოა ბილბაოს ატლეტიკში გააგრძელოს
ანტუან გრიზმანი შესაძლოა ბილბაოს “ატლეტიკში” დაბრუნდეს. ესპანური პრესის ცნობით, “ატლეტიკის” ყოფილ მწვრთნელს, მარსელო ბიელსას კლუბში ფეხბურთელის ხილვა სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი სპეციალისტი ახალი სეზონიდან კვლავ ბილბაოში დაბრუნდება. 31 წლის ფრანგი შემტევი ახლა “ატლეტიკოში” იჯარით თამაშობს და მადრიდულ კლუბს შეუძლია, რომ გრიზმანი 40 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. აღსანიშნავია, რომ ანტუანი კარიერის საწყის ეტაპზე “ატლეტიკში” ირიცხებოდა. 2021/22 […]
ბარსელონა მესის სასჯელს აპროტესტებს
“ბარსელონა” გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს. ინფორმაცია კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. არგენტინელი თავდამსხმელი ბილბაოს “ატლეტიკთან” ესპანეთის სუპერთასის მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო ორი მატჩით დასაჯეს. ოფიციალური სასჯელის გასაჯაროვებამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 6 ოქროს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს 12 შეხვედრის გამოტოვება ემუქრებოდა, თუმცა სადისციპლინო კომიტეტი 32 წლის მოთამაშესთან მიმართებაში ლმობიერი აღმოჩნდა. ლეო მესი ფინალური შეხვედრის […]
5 მარტს, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ლევანტე” და ბილბაოს “ატლეტიკი” დაუპირისპირდნენ. ვალენსიურ-ბასკური დაპირისპირების ორივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი უკეთესი “ბილბაო” აღმოჩნდა: ვალენსიაში ჩატარებული მატჩის სტუმრებმა გოლი 112-ე წუთზე გაიტანეს და ფინალში გავიდნენ. საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, თანაც ისე, […]