უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდა. “დინამო არენას” სავსე ტრიბუნების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და C-დივიზიონის მე-4 ჯგუფის ლიდერობა განიმტკიცა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ აღნიშნა, […]