ანსუმანე ფატი “ბარსელონას” ისტორიაში შევიდა
“ბარსელონას” რიგებში დღეს ანსუმანე ფატის დებიუტი შედგა. 16 წლის ფატი რომელიც 2002 წლის 31 ოქტომბერსაა დაბადებული გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვისაც კი ოდესმე “ბარსელონას” მაისურით ოფიციალური მატჩი უთამაშია. პირველ ადგილზე ვისენტე მარტინესია, ვინც ამ რეკორდის დამყარება შორეულ 1941 წელს მოახერხა. ანსუმანე ფატიმ მეორე პოზიციიდან მესამეზე ბოიან კრკიჩი გადაწია. 16 წლის ფეხბურთელი გვინეა-ბისაუდანაა, დღევანდელ შეხვედრაში […]
2007 წლის ვუნდერკინდები – სად თამაშობენ ისინი ახლა?
2007 წელს, World Soccer-მა ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც იმ პერიოდში ყველაზე პერსპექტიულად ითვლებოდნენ. World Soccer-მა გარეთ ბეილისა და სერხიო აგუეროს აღმასვლა სწორად ივარაუდა, თუმცა სიაში ისეთი ფეხბურთელებიც გვხვდება, რომლებმაც საფეხბურთო ასპარეზზე ვერ გაიბრწყინეს ან სხვადასხვა მიზეზის გამო, პოტენციალის სრულად გამოვლინება ვერ შეძლეს. სადიკ ადამსი (თავდამსხმელი, ატლეტიკო/განა) სადიკ ადამსმა თავი 2007 წელს, U17-ის […]
რა შემადგენლობით გავიდა კატალონიის ნაკრები დღეს ვენესუელასთან?
კატალონიის საფეხბურთო ნაკრები, რომელიც FIFA-სა და UEFA-სგან ოფიციალურად აღიარებული არ არის, ყოველწლიურად ერთ ამხანაგურ მატჩს ატარებს. კატალონიელები წელს ვენესუელას ნაკრებს ეთამაშებიან და მეტოქეს მე-60 წუთზე ბოიან კრკიჩის ერთადერთი გოლით ამარცხებენ – 1:0. კატალონიის გუნდი მოედანზე დღეს შემდეგი თერთმეტეულით გავიდა: ედგარ ბადია, მარკ ბარტრა, პიკე, სერხიო გარსია, ალექს გრანელი, ბოიან კრკიჩი, ჟორდან ჟოანი, ოსკარ მელანდო, პერე […]
ბოიან კრკიჩის მოგზაურობა გრძელდება
“სტოკის” ესპანელმა შემტევმა, ბოიან კრკიჩმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ჩემპიონშიპის ბინადარი კლუბი დატოვა. 2016 წელს, “სტოკთან” გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, კრკიჩს კიდევ 1 წელი აკავშირებდა კლუბთან – თუმცა მან წასვლა გადაწყვიტა. ბოიან კრკიჩის მომდევნო კლუბის ვინაობა ამ წუთისათვის უცნობია. 2014-19 წლებში, “სტოკის” მაისურით კრკიჩმა 74 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლის გატანა შეძლო.
10 წლის შემდეგ კვლავ ერთად – კრკიჩი ინიესტას კლუბში ჩაირიცხა
30 წლის ესპანელი ფორვარდი – ბოიან კრკიჩი, იაპონურ “ვისელ კობეში” ჩაირიცხა და 10 წლის შემდეგ, კვლავ ანდრეს ინიესთან ერთად ითამაშებს. კრკიჩი იაპონურ კლუბში, MLS-დან გადავიდა. ბოლოს ესპანეთი ფორვარდი ‘მონრეალის” ღირსებას იცავდა. ბოიანი იაპონურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და კლუბში 2023 წლის 31 ივლისამდე დარჩება. ბოლოს ბოიან კრკიჩი და ანდრეს ინიესტა ერთად “ბარსელონაში” 2011 წელს […]
ბარსელონასა და სტოკის ყოფილმა პლეიმეკერმა კარიერა დაასრულა
კატალონიური გრანდისა და ბრიტანული “სტოკის” ყოფილმა პლეიმეკერმა – იბრაჰიმ აფელაიმ, კარიერის დასრლების შესახებ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა. 34-წლის ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” შემდეგ, “სტოკში” 4 წელი დაჰყო მუდმივმა ტრავმიანობამ გატანჯა. აფელაი იმედოვნებდა, რომ ახალი კლუბის მოძიებას შეძლებდა, თუმცა კარიერის დასრულების გადაწყვების მიღება მოუწია. “კარიერა დავასრულე. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულება ადრეულ ასაკში მომიწია, გადაწყვეტილების მიღებაზე მუდმივად […]