ლევან მჭედლიძის სადებიუტო გოლი ტორპედოში | VIDEO
გურამ გიორბელიძე: “კონტრაქტს ხელი მოვაწერე, სამედიცინო შემოწმებას გავივლი და აგვისტოდან გუნდს შევუერთდები”
ავსტრიულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ტიპიკო ბუნდესლიგის ბინადარ “ვოლფსბერგერში” გააგრძელებს. ეს ცნობები გორის “დილას” პრესსამსახურში გადავამოწმეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ 24 წლის მარცხენა ფლანგელის მიმართ ინტერესი მართლაც არსებობს, მოგვიანებით კი Live.ge უშუალოდ ფეხბურთელს გაესაუბრა, ვინც შემდეგი კომენტარი გააკეთა: “ვოლფსბერგერთან” 2+1წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, 26 ივლისამდე გორის “დილაში” დავრჩები, […]
ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო
31 წლის თავდამსხმელმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ოფიციალურად მიიღო. წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც თავისი პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ბალტიისპირულ ქვეყანაში აქვს გატარებული, ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ოფიციალურად, ესტონეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრის წინ, მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში, “ლევადიამ” “კალიუ” – 4:1 დაამარცხა, ბეგლარიშვილი კი თამაშში 65-ე წუთზე შევიდა. უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე […]
6 სეზონი და 150-ზე მეტი მატჩი – ლაშა პარუნაშვილმა ესბიერგი დატოვა
დანიის ჩემპიონატის წარმომადგენელ კლუბ “ესბიერგში” გატარებული თითქმის 6 სეზონის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა, ლაშა პარუნაშვილმა გუნდი დატოვა. “დინამო თბილისის” , “საბურთალოს”, “ცხინვალის”, ბოლნისის “სიონისა” და რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს, ამჟამად უკლუბოდ იმყოფება და ევროტურნირების მიმდინარეობის დროს, ქართული კლუბებისთვის მისი დამატება გაძლიერების თვალსაზრისით ურიგო აზრი არ უნდა იყოს. 29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა […]
დავით თარგამაძე სამტრედიაში ითამაშებს
დავით თარგამაძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ნახევარმცველი “სამტრედიას” ფეხბურთელი გახდება. ჯერჯერობით, იმერულ კლუბს ინფორმაცია არ დაუდასტურებია, თუმცა ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოცდილი ფეხბურთელი უკვე “სამტრედიას” მოთამაშეთა სიაში ირიცხება. საქართველოს ნაკრებში 21 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი უკრაინასა და გერმანიაში გატარებული 10 წლის შემდეგ, სამშობლოში 2018 წელს დაბრუნდა და “საბურთალოს”, “სიონისა” და “შევარდენის” მაისურით თამაშობდა.
ინტერესი გერმანიიდან: გურამ გიორბელიძის დამატება მეორე ბუნდესლიგის გუნდს სურს
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე შესაძლოა სათამაშოდ გერმანიაში გადაბარგდეს. ქართველი ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერის შესახებ გერმანული და ავსტრიული გამოცემები წერენ. krone.at-ის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს დრეზდენის “დინამოში” გადასვლა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ავსტრიელმა ცენტრალურმა მცველმა, მიხაელ შოლბაუერმა შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ბუნდესლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმთან”, გიორბელიძე “ვოლფსბერგერის” განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი – […]
ჩხუბი და 4 წითელი ბარათი სიონისა და რუსთავის მატჩში (ვიდეო)
გურამ გიორბელიძე: “აღდგენით პროცესს ვასრულებ, მოედანზე რამდენიმე დღეში გავალ”
2020 წლის ზაფხულიდან საქართველოს კიდევ 2 ლეგიონერი შეემატა – “დინამო თბილისის” ცენტრალური მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა და გორის “დილას” მარცხენა ფლანგელმა გურამ გიორბელიძემ ავსტრიული “ვოლფსბერგერის” მაისური მოირგეს. ლოჩოშვილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მალევე დამკვიდრდა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტიც მოასწრო. 22 წლის მცველის აქტივში უკვე 9 მატჩი და 1 საგოლე გადაცემაა, რაც შეეხება გიორბელიძეს, მას ტრავმა […]