ბოსნია ჰერცოგოვინის საფეხბურთო ჩემპიონატში სკანდალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “ველეს მოსტარი” და “ბორაჩ ბანია ლუკა” დაუპირისპირდნენ. მატჩის 81-ე წუთისთვის “ველესი” საკუთარ კედლებში 0:2 მარცხდებოდა, თუმცა შეხვედრის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შედეგად, მათ ტექნიკური წაგება – 0:3 ჩაეთვალათ. ყველაფერი მოედნიდან გასახდელებისკენ გასასვლელ გვირაბში დაიწყო, სადაც მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო მასპინძელთა გაბრაზებული ქომაგები შეხვედრის მთავარ არბიტრს, საბრია ტოპალოვიჩს და მის […]