ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მე-5 შეხვედრაში, “დენვერისა” და “ფინიქსის” დაპირისპირება შედგა. დენვერში, “Ball Arena”-ზე გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 118:102 დასრულდა. საკუთარ მოედანზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “დენვერი” სერიაში კვლავ დაწინაურდა (3:2). “ნაგეთსის” გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო გუნდის ლიდერმა – ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა. პარკეტზე გატარებულ 40:31 წუთში, იოკიჩმა 29 ქულის, 13 მოხსნისა […]