“ლივერპულის” კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩემპიონის წოდება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო. Sky Sports- ის თანახმად, ეს ტიტული ნიშნავს, რომ ჯორდან ჰენდერსონი ასევე NHS-ის მთავარ ელჩის სტატუსს მიიღებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალს, მოხალისეებსა და პაციენტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და თანხებს 240-ზე მეტი საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით მთელს ბრიტანეთში აგროვებს. […]