ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021/22 წლების სეზონის წინ ექსპერტები “ბრუკლინ ნეთსს” ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფავორიტად ასახელებდნენ. რეგულარული სეზონის პროცესში მოვლენები საკმაოდ ბევრჯერ შეიცვალა, “ბრუკლინის” ხელმძღვანელობამ გაცვლაც განახორციელა, სადაც გუნდს რამდენიმე კარგი კალათბურთელის სანაცვლოდ, ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა – ჯეიმს ჰარდენი გამოაკლდა. ამავდროულად, კაირი ირვინგი, რომლის კარგი თამაშიც უმეტესწილად “ბრუკლინის” წარმატების პირდაპირპროპორციულია, COVID-19-ის პროტოკოლს ვერ/არ აკმაყოფილებდა – კალათბურთელი […]