უნგრეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები დასრულდა. უკვე ცნობილია ის 4 გუნდი, რომელიც ნახვეარფინალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს. საინტერესოა, რომ აქედან ორ გუნდში ქართველი ლეგიონერები თამაშობენ. ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” შემდეგ ეტაპზე გასვლა საშინაო არენაზე “ბუდაფოკის” – 2:1 დამარცხებით მოახერხა. ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც 10 მარტს იუბილარი გახლდათ და რომელმაც ამ მეტოქესთან საჩემპიონატო მატჩში 3 დღით ადრე 90 წუთი […]