ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი, ბუკაიო საკა ინგლისის პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ინგლისელმა გარემარბმა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს, პრიზისთვის ბრძოლაში “ნიუკასლის” თავდამსხმელს, ალექსანდრ ისაკს, “ბრაიტონის” ნახევარმცველს, ალექსის მაკალისტერს, “ასტონ ვილას” მცველს, ტაირონ მინგსს, “ლივერპულის” ლიდერს, მოჰამედ სალაჰს და თანაგუნდელ ლეანდრო ტროსარს აჯობა. მარტში ბუკაიომ პრემიერ ლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა […]