გიორგი მამარდაშვილი ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ასეთი თერთმეტეული ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა სპორტულმა სტატისტიკურმა კომპანიამ, Sofascore-მა გამოაქვეყნა, რომლის ვერსიითაც, 21 წლის ქართველი გოლკიპერი სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორე თვეში მოხვდა.

გარდა “დინამო თბილისის”, “რუსთავის” და თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი მეკარისა, გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ბუკაიო საკა, ერიკ გარსია, ჯეიდონ სანჩო, ჯამალ მუსიალა და სხვები არიან.

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” ბოლო 10 მატჩიდან 9-ში სრულად ითამაშა, აქედან 5-ში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

 

გიორგი მამარდაშვილი ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-