ლონდონის “არსენალის” შემტევი, ბუკაიო საკა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ახალგაზრდების სიაში ჩაეწერა. ინგლისის ელიტარული საფეხბურთო დივიზიონის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში, რომელშიც “არსენალმა” “ევერტონი” – 4:0 დაამარცხა, 21 წლის ფეხბურთელმა გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რის შემდეგაც ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში სულ მცირე 50 გოლში მიიღო მონაწილეობა – 27 გოლი […]
საკას გაფუჭებული პენალტი, რომელმაც იტალიას ჩემპიონობა მოუტანა | VIDEO
“საკა არსენალში რჩება” – ფაბრიციო რომანო
ლონდონის “არსენალი” მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად ასპარეზობს და ინგლისის პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია. ჩრდილო ლონდონური კლუბის წარმატების მთავარი შემოქმედი მიკელ არტეტა და ახალგაზრდა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია. არტეტას მოთამაშეებს გამარჯვებისკენ სწრაფვა და გუნდის ერთგულება აერთიანებს. “მეთოფეების” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი – ბუკაიო საკა, “არსენალში” რჩება. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეთა შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები […]
გრილიშმა როი კინის კრიტიკას უპასუხა
მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ რაჰიმ სტერლინგი და ჯეკ გრილიში გააკრიტიკა ამ უკანასკნელმა როი კინის ბრალდებას უპასუხა. EURO 2020-ის დრამატულ ფინალში, იტალიამ ინგლისი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა – ჯიჯი დონარუმამ ბუკაიო საკას მიერ დარტყმული გადამწყვეტი პენალტი მოიგერია. მატჩის დასრულების შემდეგ, როი კინმა აღნიშნა, რომ რაჰიმ სტერლინგსა და ჯეკ გრილიშს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აეღოთ და […]
ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი, ბუკაიო საკა ინგლისის პრემიერ ლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ინგლისელმა გარემარბმა, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს, პრიზისთვის ბრძოლაში “ნიუკასლის” თავდამსხმელს, ალექსანდრ ისაკს, “ბრაიტონის” ნახევარმცველს, ალექსის მაკალისტერს, “ასტონ ვილას” მცველს, ტაირონ მინგსს, “ლივერპულის” ლიდერს, მოჰამედ სალაჰს და თანაგუნდელ ლეანდრო ტროსარს აჯობა. მარტში ბუკაიომ პრემიერ ლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა […]
პეტიცია უეფას წინააღმდეგ: 100 000-ზე მეტი ინგლისელი ქომაგი ფინალის გადათამაშებას ითხოვს
100 000-ზე მეტმა უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივარმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომლითაც უეფასგან ევრო 2020-ის ფინალური შეხვედრის, ინგლისსა და იტალიის ნაკრებებს შორის, გადათამაშებას ითხოვენ. 11 ივლისს, ლონდონში, “უემბლიზე” გამართულ შეხვედრაში, გუნდებმა ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დაასრულეს, პენალტების სერიაში, “სკუადრა აძურამ” – 3:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა. აღნიშნულ დაპირისპირებაში კუნძულელთა ქომაგების უკმაყოფილება […]