ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს, რომელიც გუშინ ღამით ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, საქართველოსთან მატჩის მერვე წუთზე (ფეხბურთელის სათამაშო ნომრის გამო), ქართველი გულშემატკივრები აპლოდისმენტებით გაამხნევებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: ,,ტოდორ ნედელევის სათამაშო ნომრის მიხედვით, ანუ მატჩის მე-8 წუთზე აპლოდისმენტებით ვამხნევებთ ბულგარელ ფეხბურთელს, რომელმაც ოპერაცია ახლახან გაიკეთა და რომელსაც თავის ქალა აქვს გატეხილი, როგორც იცით, ,,დინამო არენაზე” ანშლაგია, […]