ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ტოდორ ნედელევს, რომელიც გუშინ ღამით ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ვიქტორ იგნატოვის, თქმით, ნედელევს თავის ქალა ჰქონდა გატეხილი და ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო, ახლა კი მისი მდგომარეობა სტაბილურია. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, მის სრულ გამოჯანმრთელებას მინიმუმ 3 თვე დასჭირდება. ავარია გუშინ, გვიან ღამით, თბილისში მოხდა, როცა ბულგარეთის […]