გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L’ÉQUIPE-ი წერს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც “მეცის” წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია. ქართველი […]
“მამარდაშვილი ბაიერნის სარეკორდო ტრანსფერი აღმოჩნდება” – გერმანული მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს
გერმანული მედია საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ მიუნხენის “ბაიერნი” 22 წლის გოლკიპერს მართლაც დაიმატებს, ეს რეკორდმაისტერისთვის მორიგი რეკორდი იქნება, ოღონდ სატრანსფერო მიმართულებით. “ბაიერნმა უნდა აწონ-დაწონოს ყველა ვარიანტი მეკარის პოზიციაზე. გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამით კლუბმა შესაძლოა ბუნდესლიგის საკუთარი რეკორდი გაიმეოროს. […]
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “დორტმუნდის ბორუსიას” 34 წლის შემტევმა – მარკო როისმა, კლუბის კაპიტნობაზე უარი განაცხადა და კაპიტნის სამკლაური ოფიციალურად დათმო. ამის მიზეზად კი იგი გაუთავებელ ტრავმებს ასახელებს. “დასვენების პერიოდში ბევრი ვიფიქრე იმ ფაქტის შესახებ, რომ მე დორტმუნდის კაპიტანი ვარ. გასაგებია, რომ უკვე ბევრი წელია მე ამ კლუბის ღირსებას ვიცავ, თუმცა ამდენი ტრავმა, ამდენი უთამაშებლობა […]
ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გახდა
გამორჩეული სეზონის შემდეგ, “დორტმუნდის ბორუსიას” 19 წლის ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი, ბუნდესლიგის 2022/23 სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ბელინგემის სეზონი ისე არ დასრულებულა, როგორც მას სურდა, თუმცა მან ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა. მისი მატჩები და “დადგმული შოუები” აღიარების ღირსია, სწორედ ამ მიზეზით, იგი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ასეთი ფაქტი კი ხშირად ნამდვილად არ ხდება, რადგან “დორტმუნდმა” […]
დორტმუნდში დიდი ზეიმი იგეგმება | ორგანიზატორები ასიათასობით გულშემატკივარს ელოდებიან
2012 წლის შემდეგ “დორტმუნდი” ბუნდესლიგის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არის. რამდენიმე დღეც და “ბორუსია” ნანატრ ტიტულს მიიღებს. ქალაქში დიდი ზეიმი იგეგმება. დორტმუნდის პოლიციის უფროსის თქმით, საპატიო წრეზე, რომელიც ბორზიგპლატცზე იგეგმება, მინიმუმ 200,000 გულშემატკივარს ელოდებიან. გერმანიის ჩემპიონობის განაღდების შემდეგ, ქალაქში 4 საათიანი მსვლელობა გაიმართება. ბოლოს, როცა “დორტმუნდმა” ჩემპიონობა იზეიმა აღსაღნიშნად ქალაქში 400,000-ზე მეტი გულშემატკივარი გამოვიდა. “ბორუსია” “ბაიერნს” […]
5 წლიანი კონტრაქტი – კამადა დორტმუნდში თამაშთან ახლოსაა
იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და “აინტრახტის” ნახევარმცველი – დაიჩი კამადა, “დორტმუნდში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ იაპონელი ფეხბურთელი მზადაა კლუბი შეიცვალოს, თავის მხრივ “დორტმუნდიც” მზად არის, რომ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. დაიჩი კამადამ მიმდინარე სეზონში 31 ჩატარებულ მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი კლუბის […]
ბუნდესლიგა ტრანსლაციის უფლების ნაწილს 4,5 მილიარდ ევროდ გაყიდის
გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობა, რომელიც ბუნდესლიგისა და მეორე ბუნდესლიგის ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, მატჩების ტრანსლაციის უფლების ნაწილს უცხოელ ინვესტორებს 4,5 მილიარდ ევროდ მიყიდის. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენების უფლების 25%-ის გაყიდვაზე, მთლიან კონტენტს კი DFL-ი 18 მილიარდ ევროდ აფასებს. ლიგის ხელმძღვანელობა ასეთი გადაწყვეტილებით ინგლისის პრემიერლიგასთან და ესპანეთის ლა ლიგასთან ფინანსური ჩამორჩენის შემცირებას გეგმავს. […]
ბაიერნი ფორვარდს ეძებს | მთავარი სამიზნე ჰარი კეინია
Sky Germany-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი შეიძინოს. გასულ ზაფხულს, გერმანული კლუბის წარმომადგენლებმა კეინის გარემოცვასთან კონტაქტი დაამაყრეს და შესაბამისად, “ბაიერნსა” და ინგლისელ ფორვარდს შორისაც შედგა მოლაპარაკება. თუმცა, ლონდონელების კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით კვლავ ინგლისში დარჩეს. მიუხედავად ამისა, “რეკორდმაისტერს” სჯერა, რომ კეინის ბუნდესლიგაში გადმოყვანა შეუძლიათ, რადგან ისინი […]
All Star ფეხბურთში | ჩელსის თანამფლობელმა საინტერესო იდეა წამოაყენა
შესაძლოა, მალე პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშეებისა და ესპანეთის, გერმანიის და იტალიის გამორჩეული ფეხბურთელების დაპირისპირება ვიხილოთ. All-Star-ის იდეა რამდენიმე კვირი წინ “ჩელსის” თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ წამოაყენა. ამის გარდა, მან პრემიერ ლიგის კლუბებს შესთავაზა, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაც შემდგარიყო ყველა ვარსკვლავის დაპირისპირება. თუმცა, ამ აზრმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ამის შესახებ აზრი იურგენ კლოპს, გადატვირთული საფეხბურთო კალენდრის […]
ესპანეთის პოლიციამ კუნძულ იბიცაზე ,,შტუტგარტის” ფეხბურთელი – ატაკან კარაზორი 18 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გერმანულმა კლუბმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ მათი ფეხბურთელი ესპანეთში დააკავეს, თუმცა ბრალდება დაკონკრეტებული არ არის. განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ კარაზორი დანაშაულს არ აღიარებს. Daily Star-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი მეგობართან ერთად მას შემდეგ დააკავეს, რაც […]
გასაოცარი ანაზღაურება – მანჩესტერ სიტი ერლინგ ჰოლანდის დაყოლიებას ახერხებს
ზაფხულის მოახლოების პარალალურად, სატრანსფერო ბაზარზე ინფორმაციებიც აქტიურად ვრცელდება. 2022 წლის ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო ციებ-ცხელება ერლინ ბრაუტ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს. 21 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის გადაბირებით მსოფლიოს თითქმის ყველა გრანდია დაინტერესებული, თუმცა მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს პეპ გვარდიოლა და მისი გაწვრთნილი “მანჩესტერ სიტი” იჩენს. ინგლისური მედიის ინფორმაციით, “ქალაქელები” ამ სატრანსფერო ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე არიან […]
ფრანკფურტის აინტრახტმა რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა
ფრანკფურტის “აინტრახტმა” რუსულ IT კომპანია Kaspersky-თან კონტრაქტი გაყწვიტა. კლუბის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, სხვა საკითხებთან ერთად, მოხსენიებულია შეშფოთება იმის თაობაზე, რაც განაპირობებს კლუბის გადაწყვეტილებას შეწყვიტოს თანამშრომლობა ერთ-ერთ პრემიუმ პარტნიორთან. “კასპერსკი” კლუბს ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდის. გერმანიის ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა წინა კვირას რეკომენდაცია გაუწია ადგილობრივ ბიზნესს შეწყვიტოს კავშირი რუსულ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებთან. “აინტრახტის” განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მზად […]