“დამცინი?!” – ტომაშ მიულერი ჟურნალისტს შეეკამათა (ვიდეო)
გერმანიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე კილის “ჰოლშტენი” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდა და სენსაცია მოახდინა. “ჰოლშტენ-სტადიონზე” გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და შეხვედრისთვის დამატებულ მეხუთე წუთზე წონასწორობა აღადგინეს – 2:2. დამატებით დროში არაფერი შეცვლილა და საბოლოოდ, პენალტების სერიაში კილის ბინადრებმა იმარჯვეს. მატჩის დასრულების შემდეგ, მარცხით გაღიზიანებული ტომაშ მიულერი ჟურნალისტთან პოლემიკაში შევიდა. ბავარიული კლუბის შემტევმა ჩათვალა, რომ კორესპონდენტი მას […]
“ეს ყოველ წელს ხდება” – პიონტეკი მილანით უკმაყოფილოა
2019 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას “მილანმა” “ჯენოადან” შესანიშნავ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა თავდამსხმელი კჟიშტოფ პიონტეკი დაიმატა. პოლონელ ფორვარდს შედეგიანი სეზონი გამოუვიდა და ჯამში სერია A-ში 22 გოლი გაიტანა. თუმცა, მიმდინარე გათამაშება 24 წლის ფეხბურთელისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა და იანვარში “როსონერიმ” ის ბერლინის “ჰერტაში” 27 მილიონად გაყიდა. პიონტეკი, რომელიც როგორც ჩანს, იტალიურ კლუბში გატარებული პერიოდით უკმაყოფილოა, ამბობს, რომ […]
“მამარდაშვილი ბაიერნის სარეკორდო ტრანსფერი აღმოჩნდება” – გერმანული მედია ქართველ მეკარეზე საუბრობს
გერმანული მედია საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარეზე, გიორგი მამარდაშვილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ მიუნხენის “ბაიერნი” 22 წლის გოლკიპერს მართლაც დაიმატებს, ეს რეკორდმაისტერისთვის მორიგი რეკორდი იქნება, ოღონდ სატრანსფერო მიმართულებით. “ბაიერნმა უნდა აწონ-დაწონოს ყველა ვარიანტი მეკარის პოზიციაზე. გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს კლუბში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ამით კლუბმა შესაძლოა ბუნდესლიგის საკუთარი რეკორდი გაიმეოროს. […]
გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო საგის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფრანგული გამოცემა, L’ÉQUIPE-ი წერს. წყაროს ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც “მეცის” წინასასეზონო შეკრებას შეუერთდა და იტალიური და ინგლისური კლუბების ინტერესის ობიექტია, ამჯერად ერთ-ერთი გერმანული კლუბის სასურველ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით, გერმანული კლუბის სახელი ცნობილი არ არის, თუმცა ბუნდესლიგიდან 22 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მართალია. ქართველი […]
“სუპერ ლიგის უფლებებს სასამართლოში დავიცავთ” – ახალი ტურნირის შემქმნელების ოფიციალური განცხადება
ევროპის სუპერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის “დიდი ექვსეულის” გუნდებმა დატოვეს საყოველთაო განსჯის საგნად გამხდარი პროექტი. “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ჩელსიმ”, “ლივერპულმა”, “ტოტენჰემმა” და “არსენალმა” დაადასტურეს, რომ მასობრივი ნეგატიური რეაგირების შემდეგ, ისინი შემოთავაზებული ტურნირიდან გამოსვლას აპირებენ. ყველაფერ ამის შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მიერ ინიცირებულმა ტურნირმა ოფიციალური წერილი გაავრცელა: “ჩვენ […]
“შალკემ” ვაგნერი გაუშვა
2019-20 წლის სეზონში “შალკემ” გერმანიის ჩემპიონატში მე-12 ადგილი დაიკავა და 34 ტურში მხოლოდ 39 ქულის მოპოვება შეძლო. ასეთი შედეგი ნამდვილად არ შეეფერება “შალკეს”. ვერც ახალი სეზონი დაიწყო გუნდისთვის კარგად: ვაგნერის ახლა უკვე ყოფილმა გუნდმა ბუნდესლიგის პირველ ტურში “ბაიერნთან” 8:0 წააგო. მიუხედავად იმისა, რომ “ბაიერნმა” მიგვაჩვია ასეთ შედეგებს და მეტოქის დაუნდობლობას, ასეთმა მარცხმა პირველსავე ტურში კითხვის […]
“ხარისხი და არა ფიზ-მომზადება” – ანჩელოტიმ ხამეს როდრიგესი დაიცვა
არასასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის გამო, ბრიტანულ მედიაში ხამეს როდრიგესს კრიტიკოსები არ აკლია, თუმცა კოლუმბიელ ფეხბურთელს საყვარელი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი გამოექომაგა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის გამთამაშებელმა მხოლოდ არსებული სათამაშო ხარისხის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს. “მან უნდა ივარჯიშოს სწორად, ისევე როგორც წინა კვირაში. მან კარგად იცის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ის ფაქტი, რომ ხამესმა ინგლისის […]
1985 წლის შემდეგ პირველად
“დორტმუნდი” – “ლაიპციგის” უხვგოლიან დაპირისპირებაში (3:3) საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრაში გოლის გატანა ნიჭიერმა ინგლისელმა ჯეიდონ სანჩომ მოახერხა. 19 წლის ტალანტმა მიმდინარე კალენდრულ წელიწადში ბუნდესლიგაში მე-15 ბურთი შეაგდო. სანჩო მესამე 20-წლამდე ასაკის ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გერმანიის ჩემპიონატში ასეთი შედეგის დაფიქსირება შეძლო. ბოლოს ასეთი რამ ოლაფ ტონმა 1985 წელს გააკეთა. მიმდინარე სეზონში, “შავ-ყვითლების” თავდამსხმელმა გერმანიის ჩემპიონატში 14 მატჩი […]
20 საუკეთესო მოქმედი მწვრთნელი ფეხბურთში
ბრიტანულმა გამოცემა The Daily Star-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო მოქმედი მწვრთნელის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში ცხადია “ლივერპულის” თავკაცი იურგენ კლოპია, რომელმაც ბოლო 1 წელიწადში ინგლისის, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა მოიგო. სამეულში ასევე “ატალანტას” და მადრიდის “რეალის” ბოსები, შესაბამისად, ჯან პიერო გასპერინი და ზინედინ ზიდანი შედიან. სრული ოცეული ასე გამოიყურება: 20. კარლოს კარავალი (“რიუ ავე”/”ბრაგა”) 19. მარკო […]
20 წლის წინ: კობიაშვილის ბრწყინვალე გოლი ოლივერ კანის კარში (ვიდეო)
ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წლის 12 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ლევან კობიაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. “ფრაიბურგის” ათიანმა მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ მეკარე ოლივერ კანს მარცხენა ფეხით ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაუტანა.
4 ახალი ჩემპიონი – სუპერკომპიუტერმა TOP 5 ლიგის სეზონის საბოლოო ცხრილი გამოავლინა
მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ყველა წინამორბედისგან განსხვავდება. გადატვირთული კალენდარი, ცარიელი სტადიონები, მოთამაშეები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და ამის გამო მატჩები გამოტოვეს. ყველაფერ ამისა დამსახურებით, ძალიან დაძაბული და არაპროგნოზირებადი ლიგების მომსწრენი ვართ. საინტერესოა, როგორი დასასრული ექნება მიმდინარე სეზონს და რომელი გუნდები მოახერხებენ ტიტულის მოპოვებას, თანაც იმის ფონზე, რომ ამ მომენტისთვის, 5-დან 4 ლიგას მოქმედი ჩემპიონი არ ლიდერობს. საფეხბურთო […]
5 წლიანი კონტრაქტი – კამადა დორტმუნდში თამაშთან ახლოსაა
იაპონიის ეროვნული ნაკრებისა და “აინტრახტის” ნახევარმცველი – დაიჩი კამადა, “დორტმუნდში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ იაპონელი ფეხბურთელი მზადაა კლუბი შეიცვალოს, თავის მხრივ “დორტმუნდიც” მზად არის, რომ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. დაიჩი კამადამ მიმდინარე სეზონში 31 ჩატარებულ მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი კლუბის […]