ქართველების ტოპ 10 გოლი ბუნდესლიგაში
ბუნდესლიგამ იაშვილის გოლი საკუთარი კამპანიისთვის გამოიყენა
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის გოლი”ბუნდესლიგის” ოფიციალურ Twitter-ზე მიმდინარე კამპანიაში მოხვდა. კამპანიის არსი შემდეგია – ლათინური ანბანის თითოეულ ასოზე ბუნდესლიგის გამორჩეული ფეხბურთელების გოლები იდება, რომლებმაც კვალი დატოვეს გერმანიის საფებურთო ლიგაში კვალი დატოვეს. მაგალითად, L-ზე შეგიძლიათ ლევანდოვსკის ვიდეო იხილოთ, D-ზე დერდიოკის საოცარი გოლი, H-ზე ჰაინკესი და ა.შ. საინტერესოა, რომ I-ზე […]
ლევანდოვსკის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა – რამდენს გამოტოვებს პოლონელი?
შესანიშნავ ფორმაში მყოფი რობერტ ლევანდოვსკი უახლოეს 4 კვირას გამოტოვებს. მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა მუხლის ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ მიიღო. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდის ტრავმა სერიოზულია და მას სულ მცირე 1 თვე გაუცდება. 31 წლის ფეხბურთელს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აქვს: ლევანდოვსკიმ უპრესტიჟულეს ევროპულ ტურნირზე ყველა მატჩში გაიტანა და 11 […]
ლევანდოვსკი: “100 გოლის გატანა გუნდის ერთიანობის დამსახურებაა”
გერმანიის ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა. მიუნხენის “ბაიერნმა” 82 ქულით და უახლოეს მდევარ დორტმუნდის “ბორუსიასთან” 13-ქულიანი ჰანდიკაპით ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მერვედ და ისტორიაში ოცდამეათედ მოიპოვა. გარდა, ტიტულისა, ბავარიელებმა სეზონი საინტერესო სტატისტიკითაც დაასრულეს. “რეკორდმაისტერმა” გათამაშებაში ზუსტად 100 გოლის გატანა მოახერხა. ამაში უდიდესი წვლილი რობერტ ლევანდოსვკის მიუძღვის, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირის წოდება კიდევ ერთხელ, 34 გატანილი გოლით მოიპოვა. პოლონელმა ფორვარდმა საკუთარი […]
ბაიერნი 3:3 ლაიფციგი (მიმოხილვა)
ჰოლანდმა განმარტა თუ რატომ აირჩია დორტმუნდის ბორუსიაში თამაში
ერლინგ ჰოლანდმა განმარტა, რომ დორტმუნდის ბორუსიას ცნობილი “ყვითელი კედლის” წინაშე თამაშის შანსი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მან 2020 წლის ზამთარში, მიუხედავად ევროპის უდიდესი კლუბების ინტერესისა, “ზალცბურგიდან” სწორედ გერმანულ გუნდში გადაბარგება აირჩია. “რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში რამდენიმე კლუბი იყო ჩართული, მაგრამ ამავე დროს მე ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მე და მამაჩემი ზალცბურგში ჩვენს სახლში ვისხედით […]
ბაიერნი ფორვარდს ეძებს | მთავარი სამიზნე ჰარი კეინია
Sky Germany-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნი” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი შეიძინოს. გასულ ზაფხულს, გერმანული კლუბის წარმომადგენლებმა კეინის გარემოცვასთან კონტაქტი დაამაყრეს და შესაბამისად, “ბაიერნსა” და ინგლისელ ფორვარდს შორისაც შედგა მოლაპარაკება. თუმცა, ლონდონელების კაპიტანმა გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით კვლავ ინგლისში დარჩეს. მიუხედავად ამისა, “რეკორდმაისტერს” სჯერა, რომ კეინის ბუნდესლიგაში გადმოყვანა შეუძლიათ, რადგან ისინი […]
ლაიფციგი 3:2 ვერდერი (მიმოხილვა)
ოფიციალურად: ბაიერნმა ნიკო კოვაჩი გაათავისუფლა
რამდენიმე წუთის წინ მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალურადმა Twitter გვერდმა დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი, 48 წლის ნიკო კოვაჩი კლუბიდან დათხოვილია. FC Bayern parts ways with Niko Kovac. pic.twitter.com/xl0sjaZAqC — FC Bayern English (@FCBayernEN) November 3, 2019 ჯერ-ჯერობით მიზეზი უცნობია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლუბიდან დათხოვის მთავარი მიზეზი, “აინტრახტთან” 5:1 მარცხია, რომელიც “ბაიერნმა” 2 ნოემბერს იწვნია. ნიკო […]
20 წლის წინ: კობიაშვილის ბრწყინვალე გოლი ოლივერ კანის კარში (ვიდეო)
ზუსტად 20 წლის წინ, 2000 წლის 12 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ლევან კობიაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. “ფრაიბურგის” ათიანმა მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარულ მეკარე ოლივერ კანს მარცხენა ფეხით ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაუტანა.
ბორუსიას ულამაზესი გასვლითი ფორმა ახალ სეზონში (ფოტო)
დორტმუნდის “ბორუსიამ” 2020/2021 წლების სეზონის მეორე, გასვლითი ფორმა წარადგინა. კლუბის ტექნიკური სპონსორი “პუმაა“, რომელმაც გუნდის ახალი უნიფორმა ტრადიციულ ყვითელ და შავ ფერებში შეკერა. მაისურის ძირითადი ფერი შავია, ყვითელი დიაგონალური ზოლი კი მხრიდან წერის მიმართულებით ეშვება. მარცხენა მხარე ორნამენტებითაა გაფორმებული. Borussia Dortmund release their away kit for the 2020-21 season 🖤💛 pic.twitter.com/6gaXpsh772 — B/R Football (@brfootball) […]
კარლ-ჰაინც რუმენიგე: “ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი ფორმატი მოსაწყენია”
მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ მოითხოვა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმა. გერმანელმა ფუნქციონერმა განაცხადა, რომ ჯგუფური ეტაპის მიმდინარე ფორმატი მოსაწყენია ტოპ კლუბებისთვის. რუმენიგემ ასევე აღიარა, რომ მას მოსწონდა პლეი-ოფის ფორმატი წინა სეზონში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, მეოთხედფინალური ეტაპიდან დაწყებული, დაპირისპირებები ერთმატჩიანი იყო. “ჩემპიონთა ლიგის მთავარი პრობლემა ჯგუფური ეტაპია, რადგან ეს ცოტა მოსაწყენია. მე ვიცი, […]